ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს
ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, რუსეთის შურისძიებამ არ დააყოვნა, "გაზპრომმა" ფინეთს გაზის მიწოდება შეუჩერა. ბოლო ორ თვეში ბულგარეთისა და პოლონეთის შემდეგ ფინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც რუსული ბუნებრივი აირი აღარ შევა. ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანიაში აცახდებენ, რომ ასეთი ვითარებისთვის მზად იყვნენ.
ფინეთში, რომელიც რუსულ გაზზე 6 პროცენტით არის დამოკიდებული, აცხადებენ, რომ რუსული ომის მანქანის დაფინანსებას და გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებენ.
ფინეთისგან განსხვავებით, რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმა გაუჭირდება გერმანიას, რომელიც მოსკოვისგან ყველაზე დიდი რაოდენობით გაზს იღებს. ომის დაწყებიდან ბერლინი რუსეთს გაზში ყოველდღიურად 220 მილიონ ევროს უხდის. გერმანია ალტერნატივას ყატართან თანამშრომლობაში ხედავს, თხევადი გაზისთვის 2 ტერმინალის მშენებლობა უკვე დაიწყო, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დასაწყებად, ბერლინს დიდ დრო და თანხა დასჭირდება.
შეიძენს თუ არა ენერგორესურსებს გერმანია ყატარისგან და თანაც გაცილებით ძვირად, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია და იტალია გაზის შეძენას რუსეთისგან გააგრძელებენ.
"როიტერის" ცნობით, ორმა ქვეყანამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცა. როგორც გამოცემა წერს, ორივე სახელმწიფომ გადაწყვეტილება ევროკავშირთან დისკუსიის შედეგად მიიღო. ამ გზით იტალიაც და გერმანიაც რუსული გაზის შესყიდვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის გარეშე გააგრძელებენ.
მსგავსი სიახლეები
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიაში 4 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
რატომ ეხუმრა არახამია რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელს?
ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაშია
აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს
სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
ირაკლი მუკნიაშვილი: „უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება”
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია
თეონა აქუბარდია: საქართველო უნდა იყოს დასავლეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში
„სახელმწიფო – შენი პარტნიორი" ზუგდიდის მერიის ახალი პროექტი
რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო
ქობულეთს გაზაფხულზე კეთილმოწყობილი ბულვარი ექნება
გორის საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს