" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი

ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.

 

„ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოაგორონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. მთელ მსოფლიოში იციან, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა განწირულ მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ფრონტზე წარუმატებლობით და ამიტომ ისინი მზად არიან სხვადასხვა მანიპულაციებისთვის.

 

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მიმართა რუსებს და მოუწოდა მათ შობის დღესასწაულზე მაინც იპოვონ ძალა, რათა დაძლიონ იმ ერთი ადამიანის შიში, რომელიც რუსეთს ანადგურებს.

 

„ომის დასასრულებლად სულ სხვა რამეა საჭირო და არა საშობაო ზავი. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ. თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას, რომელიც უკვე ღრმადაა.. მაგრამ არა ბუნკერში”,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ომში 110 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ისინი, ვინც ეს ადამიანები საომრად გაგზავნა, ნამდვილად არ აფასებენ სიცოცხლეს და მშვიდობისკენ არ მიისწრაფვიან.

 

„ომის დასრულება – ეს ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენი რაკეტები და დრონები არ ურტყამენ ჩვენს ქალაქებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორი გრძელდება. თქვენ უკრაინელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ, დენს ურტყამენ. ეს გრძელდება ყოველდღე, ვიდრე თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე რჩებიან. და ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავაგდებთ. ასე რომ, წაიყოლონ უნიტაზები, მათ ისინი გზაში დასჭირდებათ, და დაბრუნდნენ. გავიდნენ ჩვენს საზღვრებს მიღმა. 1991 წლის საზღვრებს მიღმა”. – განაცხადა ზელენსკიმ.

 





მსგავსი სიახლეები
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა გაიმართა
მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა
15-16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას! -კობა კობალაძე
ნათია ჯანაშიას ანგარიშზე 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა – აფბა
ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება -სუს-ი
„გარდიანი“ - ისრაელმა ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა
რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული