"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს, გამოიყენა ახალგაზრდები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ წაახალისა ის, რაც პარლამენტთან ხდებოდა და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.
„რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ ადამიანებზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება, მოქალაქეების გადასახადებით ნაყიდი ავტომობილების დაწვა, პარლამენტში ხანძრის გაჩენა შეიძლება გამართლებული იყოს რომელიმე ადამიანის ბიოგრაფიაზე, გარეგნობაზე მსჯელობით. აბსოლუტურად დამაზიანებელ, დემოკრატიისთვის, თავისუფალი საზოგადოებისთვის მიუღებელ ჭრილში გადააქვთ ეს საკითხი.
სინამდვილეში კანონი არ იცნობს ასეთ ცნებებს, რომ ვინმე, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს, რა გემოვნება აქვს, ვინ არიან მისი მეგობრები, გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ან მიეცეს პასუხისმგებლობაში. ეს არის წარმოუდგენელი, მახინჯი გაგება კანონის. რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარა ახალგაზრდებს, გამოიყენა ახალგაზრდები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობდა მათ გამოყენებას. შემდეგ ისინი დაიმალნენ და როცა პროტესტმა კულმინაციას მიაღწია, რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერი იქ არ იდგა, მათ პრაქტიკულად დატოვეს ეს ახალგაზრდები.
გამოსაკვლევია, გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები, არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი წაახალისა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს
,,უკრაინულმა ძალებმა ყირიმში ტიტანის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა''- მედია
თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC-ს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა