"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებშია გამოცდილი, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე, მის მნიშვნელობაზე. რეფორმის ფარგლებში სრულიად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, წლის ბოლოს კი ამოქმედდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც.

 

პარალელურად, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა ქალაქის მასშტაბით. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს და კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.

 

ამ ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 მარტს, უკვე დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა. ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა.

 

2022 წლის იანვართან და თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის შესაბამის თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით. აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

 

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც. ახალი ავტობუსები გაეშვება 10 ძირითად დერეფანში, რაც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირდაპირი, სწრაფი და უსაფრთხო დაკავშირების უალტერნატივო წინაპირობაა.

 

აქვე მინდა, მოგაწოდოთ სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ვერ ავუვლით გვერდს, პრობლემის სრული სურათის წარმოდგენისას:

 

• 2016 წელს გადაადგილდებოდა 300 000 მდე ავტომობილი;

 

• დღეის მდგომარეობით მათი რიცხვი 580 000 დან 600 000-მდეა;

 

• ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70% და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილის მფლობელების 12%;

 

• თბილისში ავტომობილს ფლობს მოსახლეობის დაახლოებით 45% და მას კვირაში 5 დღეზე მეტჯერ გამოიყენებს ავტომობილის მფლობელთა 97%;

 

მეგობრებო, აი, ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რომელიც არის უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზა საიმისოდ, რომ თბილისში გადაადგილება გახდეს ორგანიზებული“, - განაცხადა კალაძემ.





მსგავსი სიახლეები
15 ივნისის ამინდის პროგნოზი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის, ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაციას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წევრები დაესწრნენ
პატრიარქი შიო III - მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
შვილის გადარჩენის დროს, მამა დაიხრჩო - ტრაგედია კახეთში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენებას აღნიშნავს
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის ფარგლებში, თბილისში ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება
14 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივნისის ამინდის პროგნოზი
სტუდფესტის" ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება - თბილისის მერია
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
"გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა, ამავე დროს, ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც"-კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
სულხან თამაზაშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა