შობის მარხვა დაიწყო

დღეს, 28 ნო­ემ­ბერს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის შო­ბის მარ­ხვა და­ი­წყო.

საეკლესიო კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს.

შობის მარხვა  უძველესი დროიდან მომდინარეობს. ის თავად უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ახალი აღთქმის ეკლესიაში. მას  ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. საშობაო მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზის მიღება შეეძლებათ. 

25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება ზოგადად, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებულია  სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.


"რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: "ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად" (მათე 6, 17-18), " წმ.
იოანე ოქროპირი.

 





მსგავსი სიახლეები
უნდა არსებობდეს, თუ - არა მონასტრები ქალაქებში?
ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი
ლოცვა ეფრემ ასურისა - წმინდა ეფრემ ასურის სინანულის კანონის ლოცვა დღეს საღამოდან იწყება
16 თებერვალი - დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის კვირა, ყველიერი იწყება
მსოფლიო საპატრიარქომ მამა პაისის მოძღვარი მამა ტიხონი წმინდანად შერაცხა
10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს
რას ნიშნავს სტიქაროსნობა?
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
21 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს
16 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა მნათობის წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის ხსენებას აღნიშნავს
7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შობის მარხვა დაიწყო
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს