ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს - სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
„პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5.2 მილიონი ლარია.
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება",- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
მდინარე ალაზნის ადიდების გამო დაზიანებულ დამცავ კედელზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ხობში, მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
სამტრედიაში 4 წლის ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
რატომ ეხუმრა არახამია რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელს?
ბალტიის სახელმწიფოებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს
პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაშია
აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს
სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
ირაკლი მუკნიაშვილი: „უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება”
ილჰამ ალიევი - ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია
თეონა აქუბარდია: საქართველო უნდა იყოს დასავლეთის მთავარი დასაყრდენი რეგიონში
„სახელმწიფო – შენი პარტნიორი" ზუგდიდის მერიის ახალი პროექტი
რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო
ქობულეთს გაზაფხულზე კეთილმოწყობილი ბულვარი ექნება
გორის საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს