13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას მოუწოდა საქართველოში წამოსვლა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

წმინდანის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

 





მსგავსი სიახლეები
უნდა არსებობდეს, თუ - არა მონასტრები ქალაქებში?
ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი
ლოცვა ეფრემ ასურისა - წმინდა ეფრემ ასურის სინანულის კანონის ლოცვა დღეს საღამოდან იწყება
16 თებერვალი - დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის კვირა, ყველიერი იწყება
მსოფლიო საპატრიარქომ მამა პაისის მოძღვარი მამა ტიხონი წმინდანად შერაცხა
10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს
რას ნიშნავს სტიქაროსნობა?
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
21 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს
16 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა მნათობის წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის ხსენებას აღნიშნავს
7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შობის მარხვა დაიწყო
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს