სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება -სუს-ი

მიმდინარე წლის 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.

არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა გაიმართა
მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა
15-16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას! -კობა კობალაძე
ნათია ჯანაშიას ანგარიშზე 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა – აფბა
ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება -სუს-ი
„გარდიანი“ - ისრაელმა ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა
რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული