ნათია ჯანაშიას ანგარიშზე 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა – აფბა
"მიმდინარე მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცოლ-ქმარს, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის "საქართველოს კაპიტალისგან", საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, დადასტურებულად აქვთ მიღებული "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" 70% -იანი წილის გაყიდვის გარიგებით განსაზღვრული თანხა 29 309 905.66 ლარი.
ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება მოგვიხდა იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა დროს საჯარო სივრცეში ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული ცნობებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ "საქართევლოს კაპიტალს" მათთვის გარიგების ღირებულება არ ჰქონდა გადახდილი", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ მედიასთან საუბარისას აღნიშნა.
შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებელთა შორის მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, მონიტორინგის პროცესში, გამოიკვეთა გარიგების ღირებულების და მისი გადახდის ფაქტთან დაკავშირებით ერთი საინტერესო, საგულისხმო და სახასიათო ფაქტი. კერძოდ, საუბარია გარიგების ღირებულების საბოლოო განსაზღვრაზე.
"საქმე ის არის, რომ როგორც საჯაროდ გავრცელებული ცნობებით და ინფორმაციით ირკვევა, 2019 წლის ზაფხულში, საჯარო რეესტრში წილის გადაფორმებიდან 24 საათში, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის პირად საბანკო ანგარიშზე "საქართველოს კაპიტალმა" სრულად ჩარიცხა გარიგების საზღაური - 29 309 905.66 ლარი. გარიგება ლარში იყო დაფიქსირებული და როგორც ირკვევა, იგი გადარიცხულზე გაცილებით ნაკლებს, 26,8 მილიონ ლარს შეადგენდა.
სანამ წილის გაყიდვის რეგისტრაცია ხელშეკრულებით დაფიქსირდა, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. შესაბამისად, თანხა ლარში უცვლელი დარჩა, ხოლო დოლარში შემცირდა. ნათია ჯანაშიამ თხოვნით მიმართა "საქართველოს კაპიტალს", რომელმაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და გადასახდელი თანხა გაუფასურებამდელი კურსით გადაუანგარიშა ცოლ-ქმარს, რის გამოც ლარში გადასახდელი თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ამ გარემოებას: დამდგარი ფაქტია, და ვფიქრობ, ამის უარყოფა, უბრალოდ შეუძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "საქართველოს კაპიტალს", უკვე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, საამისო არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, (უფრო მეტიც - იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ ჯანაშია - ცეცხლაძის ოჯახურ წყვილს ლარში დაფიქსირებული ღირებულებით უნდა გაეყიდათ "აკადემიის" 70%), „საქართველოს კაპიტალმა" ცოლ-ქმარს ეს თხოვნა დაუკმაყოფილა და ანგარიშსწორება ძველი კურსით მოხდა - რამაც გარიგება 2 500 000 ლარით გაუძვირა "საქართველოს კაპიტალს" და ნაცვლად 26,8 მილიონი ლარისა, გარიგებამ შეადგინა 29.3 მილიონ ლარზე მეტი", - აღნიშნა კაპანაძემ.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, გარდა ზემოაღნიშნული მომენტისა, დავის პროცესში, ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ თითქოს გარიგების ფასი არ შეესაბამებოდა იმ დროს არსებულ საბაზრო მოცემულობას, აშკარად მანიპულაციურ ხასიათს ატარებს და არარელევანტურია. არსებობს სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ 2019 წელს აღნიშნულ გარიგებაში „საქართველოს კაპიტალის" მიერ გადახდილი თანხა ნახევარი მილიონ ლარზე მეტით აღემატება იმდროინდელ საბაზრო ფასს.
"გარდა აღნიშნული მომენტებისა, მიმდიანრე ეტაპზე, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენი ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ჯანაშია - ცეცხლაძის წყვილმა დავა წამოიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც "საქართველოს კაპიტალმა" მათ აცნობა, რომ მათთან მენეჯმენტ კონტრაქტის გაგრძელებას აღარ გეგმავდა. შეგახსენებთ, ამ კონტრაქტის თანახმად, ჯანაშია - ცეცხლაძე, 30%-იანი წლიობრივი მონაწილეობის პარალელურად, აკადემიის დირექტორის პოზიციაზე, წლიური ანაზღაურების სახით ერთ მილიონ ლარს იღებდნენ", - ხაზი გაუსვა კაპანაძემ მედიასთან საუბრისას.
როგორც აფბას ხელმძღვანელმა საუბრის დასასრულს დასძინა, დავასთან დაკავშირებით სადღეისოდ გამოკვეთილი ფაქტები და გარემოებები, მონიტორინგის ამ ეტაპზევე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილის მიერ დღემდე გავრცელებული ნარატივი კრიტიკულად არის მოკლებული არგუმენტირებულ საფუძველს. "დადასტურებულია ყველა მხრიდან და ვერც ნათია ჯანაშია უარყოფს ამ ფაქტს, რომ ცოლ-ქმარმა პირად ანგარიშზე მიიღო შეთანხმებულზე 2 500 000 ლარით მეტი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი „საქართველოს კაპიტალიდან" გარიგების დადებიდან ერთ დღეში. საპირისპიროს მტკიცება არის საზოგადოების მოტყუება, სიცრუე და სიყალბე. ერთხელ და სამუდამოდ ნათია ჯანაშიამ უნდა დაასრულოს ამაზე სპეკულაციები. 30 მილიონი მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა! წერტილი!" - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
kvira.ge
მსგავსი სიახლეები
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა გაიმართა
მოსკოვსა და ლენინგრადის ოლქზე ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა
15-16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას! -კობა კობალაძე
ნათია ჯანაშიას ანგარიშზე 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა – აფბა
ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება -სუს-ი
„გარდიანი“ - ისრაელმა ქალაქ ღაზაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა
რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული