რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "როგორ გავლენას მოახდენს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალება რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე" (ავტორი - მარინა პერევიზკინა).

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია ჟურნალისტის საუბარი დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ კირილ ფროლოვთან.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი როლი შეასრულა ოპოზიციის გამარჯვებაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმზე. პატრიარქის ირგვლივ დაჯგუფდნენ ის ელიტური ძალები, რომლებსაც არ სურდათ საქართველო „საზარბაზნე ხორცი“ გამხდარიყო დასავლეთისთვის რუსეთთან საბრძოლველად.  რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი ნაციონალისტი იყო. უბრალოდ, მისთვის ქართული ნაციონალიზმი არ მოიაზრებოდა როგორც რუსეთთან მუდმივ ბრძოლად. ახლა მნიშვნელოვანია, რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ.

 

- არის თუ არა რაიმე ნიშნები იმისა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიის პოზიციებში რადიკალური ცვლილებები მოხდება? რა მიზანი ჰქონდა ბართლომეს ყოფნას საქართველოში?


- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის წესის ასაგებად თბილისში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მისი ძალისხმევით უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა, ბართლომე განხეთქილების ჩამომგდები („რასკოლნიკი“) გახდა, ამიტომაც მის ყველა მოქმედებას არანაირი ძალა არ აქვს. უკეთესი იქნებოდა, რომ ილია მეორესათვის წესი აეგო ანტიოქიის პატრიარქს იოანეს - იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიას თავიდანვე ანტიოქიის საპატრიარქოსთან ჰქონდა მჭიდრო დამოკიდებულება.

 

საქართველოში ბართლომე ორ ამოცანას წყვეტდა:  პირველი - იმის უზრუნველყოფას, რომ ილია მეორეს მემკვიდრე გახდეს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს როგორც აშშ-სა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოლიტიკური პარადიგმების შესაბამისად, ასევე აღიარებს უკრაინის არაკანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასაც. (...)

 

ბართლომეს მეორე ამოცანა - უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის საბოლოო ჩამოშორება მოსკოვის საპატრიარქოსაგან. მას მიზნად ჰქონდა საქართველოში უკრაინული ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრა, რომ ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებოდა. (...) უკრაინაში მართლმადიდებლობა საფრთხის ქვეშ იმყოფება და მას საეკლესიო დიპლომატია კი არა, არამედ ომში რუსეთის გამარჯვება გადაარჩენს. თავის დროზე დონალდ ტრამპმა, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დიდი როლი შეასრულა უკრაინის არაკანონიკური ეკლესიის შექმნაში. ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი კი, რომლის მიმართაც ზოგიერთებს ჩვენთან, რუსეთში, დიდი იმედები აქვთ, ფაქტიურად ნიკოლ ფაშინიანის კონსულტანტია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განადგურებაში.

 

- რას ემყარება თქვენი თვალსაზრისი? იყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის სამოციქული ეკლესიის დევნის წინააღმდეგია...


- პირიქით, ხელისუფლებისაგან სომხური ეკლესიის დევნის მორიგი ტალღა სწორედ ჯეიმს ვენსის ერევანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. აშშ-ის პოლიტიკა ამ შემთხვევაში სომხური და უკრაინული [კანონიკური] ეკლესიების მიმართ ერთნაირია. ჯეიმს ვენსის სომხეთში ვიზიტს არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერის ხასიათიც ჰქონდა. აშშ იგივეს აკეთებს სომხეთშიც, რაც ვენესუელაში და ირანში გააკეთა: საკვანძო ფიგურებს იშორებს - პრეზიდენტებს, უზენაეს ხელმძღვანელებს (აიათოლებს) და ა.შ. ნიკოლ ფაშინიანი არქიეპისკოპოსებს აპატიმრებს, კათოლიკოსი კი ფაქტიურად შინაპატიმრობაში ჰყავს, სომხეთის ფარგლებს გარეთ არსად არ უშვებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში, მხარს უჭერს ეკლესიაში განხეთქილების შემტან დაჯგუფებას („რასკოლნიკებს“). ტექნოლოგია ერთი და იგივეა.

 

- თქვენი აზრით, რით შეიძლება აიხსნას კონსტანტინოპოლის პატრიარქის აქტიურობა, რომელიც მართლმადიდებებლი ეკლესიებში განხეთქილების შეტანისკენაა მიმართული?


- მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ ერთ-ერთია ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ამჟამად აშშ-ის იარაღს წარმოადგენს. ფაშისტურ გერმანიასთან სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ იოსებ სტალინს სურდა, რომ მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიოს საპატრიარქოდ გადაექცეულიყო. მას უნდოდა, რომ მოსკოვში მსოფლიო საეკლესიო კრება-თათბირი მოეწვია და მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიოს მართლმადიდებლურ ცენტრად გამოეცხადებინა. [ასეთი ღონისძიება მართლაც ჩატარდა მოსკოვში 1948 წლის ივლისში].

 

კრემლის გეგმებმა ვაშინგტონი ძალიან შეაშფოთა. შესაბამისად, აშშ-მა ფსონი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დადო. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ლოიალურად განწყობილი კონსტანტინოპოლის იმდროინდელი პატრიარქი მაქსიმე მეხუთე [თურქეთის ხელისუფლებისა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით] 1948 წლის 18 ოქტომბერს აიძულეს გადამდგარიყო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავით სტამბოლში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის არქიეპისკოპოსი აფინაგორი სასწრაფოდ ჩაიყვანეს, რომელიც პირველ ნოემბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა არჩეული.

წყარო





მსგავსი სიახლეები
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt