"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman

ბრიტანულ ჟურნალში „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა“ (ავტორი - ფრედი ჰოვარდი). „ირანთან ომმა აშშ-ში ანტი ისრაელური განწყობები გააძლიერა. ორივე პარტიის - რესპუბლიკურისა და დემოკრატიულის - ამომრჩევლებში ისრაელის მიმართ ცუდი დამოკიდებულება იზრდება, რასაც ნეგატიური შედეგები ექნება ორივე ქვეყნისათვის, - ნათქვამია პუბლიკაციაში.



გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა თებერვალში ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ეწვია, მან აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ომის სცენარი გააცნო: „ისრაელმა მაღალჩინოსნების ადგილსამყოფელი იცის, უზენაესი ლიდერის ჩათვლით. მათ დაბომბვებით დახოცავს. თეირანი ჰორმუზის სრუტეს ვერ ჩაკეტავს. ისრაელის არმია ლიბანში ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას“ გაანადგურებს. „მოსადი“ ირანელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს, ისლამური რეჟიმი დაეცემა“. დონალდ ტრამპი დაეთანხმა. მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა. ომის დაწყებიდან თითქმის თვე ნახევარი გავიდა და ირანს ისევ მოლები მართავენ. ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია. ირანის მოსახლეობა არ აჯანყებულა. ისრაელმა ლიბანში ომის სწრაფი დასრულება ვერ მოახერხა, „ჰეზბოლა“ წინააღმდეგობას უწევს. გამოდის, რომ ისრაელმა ამერიკა შეცდომაში შეიყვანა. ირანში ყველაფერი თითქმის ვენესუელასავით უნდა მომხდარიყო, რეალურად კი ისე არ გამოვიდა.



ახლა დონალდ ტრამპი ცდილობს ეს ხათაბალა როგორმე თავიდან მოიშოროს. როგორც ირკვევა, ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მაინც და მაინც თავს არ იკლავდნენ ომის დაწყებისათვის. სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ მარკო რუბიომ ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს, რომ ირანში აჯანყება მოხდება და რეჟიმი დაეცემაო, სისულელე უწოდა. მართლაც ასე მოხდა: ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური მოწოდებით მიმართა ირანელ ახალგაზრდებს, ქუჩებში გამოსულიყვნენ და საკუთარი მთავრობა დაემხოთ, მაგრამ მოწოდებს არავინ არ გამოეხმაურა.



ადრე თუ გვიან ამ წინასწარ განწირული ომისათვის განტევების ვაცი იქნება საჭირო. ვინ შეაცდინა დონალდ ტრამპი? ისრაელი და მისი პრემიერ-მინისტრი სულ უფრო შეესაბამება პრეზიდენტის შემცდენელის როლს. ხომ არ არის ეს აშშ-ისრაელის ტრადიციული ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი?



ორი სტრატეგიული მოკავშირის ურთიერთდამოკიდებულება უკვე საკმაო ხანია ფუჭდება. ისრაელი აშშ-ში არაპოპულარულია. გამოკითხვების შედეგები ორივე პარტიაში ფართო ანტი ისრაელურ განწყობას აფიქსირებს: დღეს ამერიკელთა 60%-ს ისრაელის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ. ერთი წლის წინათ მათი რაოდენობა 53% იყო, 2022 წელს კი მხოლოდ 42%. ეჭვის ქვეშ დგება რწმენა - მუდმივად დაიცავს და შეაიარაღებს ამერიკა ისრაელს?



დემოკრატიული პარტია ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნებისაკენ მიდის არა ტრანსატლანტიზმის განმტკიცების, უკრაინის დახმარებისა და ჩინეთის გავლენის ზრდის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მოწოდებით, არამედ ისრაელთან კონფრონტაციით.



რესპუბლიკურ პარტიაში MAGA-ს მარჯვენა ფრთაში პოპულარული ხდება იდეა, რომლის მიხედვით, ისრაელი ამერიკით მანიპულირებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. სულ რაღაც ხუთი წლის წინათ ისრაელისადმი მხარდაჭერა რესპუბლიკელებისათვის ისეთივე მშობლიური თემა იყო, როგორც აბორტების დაგმობა. ამჟამად რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პოზიცია ისრაელთან მიმართებით თითქმის ერთნაირია. ამერიკელი ახალგაზრდები ისრაელისაგან დისტანცირებენ. მათი რწმენით, ისრაელი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. და ეს ყველაფერი პირდაპირ ჯდება დევიზში „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. თაკერ კარლსონი, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატობა სულ აშკარად იკვეთება, ყოველდღიურად შტამპავს ისრაელის კრიტიკას, რომელიც ელვისებურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ისრაელი ამერიკელი დიპლომატების თვალში ნდობას კარგავს. (...)

დღეს სწორედ ისრაელის გამო ირღვევა აშშ-ირანის დაზავების პირობები, მათ შორის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე უნდა მოხდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ლიბანში „ჰეზბოლას“ დაბომბვას აგრძელებს.

ირანელები აცხადებენ, რომ დაზავება ლიბანზეც ვრცელდება, აშშ კი იძულებულია ისრაელს მხარი დაუჭიროს და ირანს უპასუხოს, რომ ვაშინგტონს თეირანისთვის ასეთი პირობა არ მიუცია. ამით მტკიცდება იმის შეგრძნება, რომ ისრაელი აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ისრაელი ამერიკას უგუნურ რეგიონულ ომში ითრევს თავისი ვიწრო მიზნების მისაღწევად.



ორ ქვეყანას თავიდანვე განსხვავებული სამხედრო მიზნები ჰქონდათ. შესაძლოა ერთობლივი ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში ნამდვილი და განსაკუთრებული დამოკიდებულების უმაღლეს მაჩვენებლად დარჩეს, მაგრამ ეს არის პიკი, რომლის იქით უკვე დაცემის ეტაპი იწყება.

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
 "რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The  Independent