"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
„ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს“ - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guadian) პოლიტიკური მიმომხილველის ენდრიუ როთის სტატია, რომლის მიხედვით, ჯეიმს ვენსი შეიძლება „განტევების ვაცი“ აღმოჩნდეს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში არჩევნები წააგო, ხოლო ირანთან ომის შეწყვეტის მიზნით დაწყებული მოლაპარაკება შეხვედრის პირველსავე დღეს ჩაიშალა - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ბუდაპეშტში და ისლამაბადში ყოფნის მიუხედავად, „დიდებული ამერიკის დიადი მიზნები“ ვერ განხორციელდა
ჯეი დი ვენსის ავბედით საერთაშორისო ტურნემდე ცოტა ხნით ადრე, სააღდგომო კერძო საუზმის დროს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ როგორ არის სიტუაცია ირანთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით. „თუ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა, მე ყველაფერს ჯეი დი ვენსს დავაბრალებ“, - გაიხუმრა დონალდ ტრამპმა, რასაც იქ მყოფთა სიცილი მოჰყვა, - „ხოლო თუ რაიმე წარმატება იქნება, მე ჩემს თავზე მივიწერ“.
პრეზიდენტის ხუმრობაში ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი იყო: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უმნიშვნელოვანესი საქმეების ჩაშლას არავის პატიობს.
შანსები ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ ნამდვილად არ ყალიბდებოდა, როცა იგი ერთი კვირის წინათ ბუდაპეშტში ჩავიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად: ევროპაში „დიდებული ამერიკის“ უახლოეს მოკავშირეს, ხელისუფლებაში 16- წლიანი ყოფნის შემდეგ, არჩევნებში დამარცხება ელოდებოდა... ბუდაპეშტიდან ჯეიმს ვენსი პაკისტანში, ისლამაბადში ჩავიდა, სადაც იგი შეეცადა ირანის დელეგაციას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე და ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე მოლაპარაკებოდა. უფრო ადრე კი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ირანს, თუ სრუტის ბლოკირებას გააგრძელებდა, „ქვის საუკუნეში დაბრუნებას“ დაპირდა.
ჯეიმს ვენსმა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული კვირა მშრალად წააგო - 0:2. ვიქტორ ორბანმა ისტორიული მარცხი განიცადა, ხოლო ირანთან ომის შეწყვეტის მიზნით გამართული შეხვედრა ჩაიშალა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა თვითონვე დაიწყო და განაცხადა, რომ სრუტეში ნავთობით დატვირთულ არცერთ ირანულ გემს არ გაატარებდა. ჯეიმს ვენსის ავბედითმა ვოიაჟმა „დიდებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარუმატებლობა გამოავლინა - ვაშინგტონმა ვერ შეძლო ვერც ევროპაში მემარჯვენე პოპულიზმის გაძლიერება და ვერც ახლოაღმოსავლური ავანტიურიდან გამოსვლა.
პარალელურად ჯეიმს ვენსმა დაარღვია ამერიკელი ლიდერების დიდი ხნის დაუწერელი კანონი - დაუშვებელია უცხოელი მოკავშირის არჩევნებში ჩარევა - და შესაბამისად, მან სასურველ საგარეოპოლიტიკურ მიზანს ვერ მიაღწია. ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუშალოს ვიცე-პრეზიდენტის შანსებს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
წარუმატებლობის ვიზუალურ განსახიერებად იქცა ჯეიმს ვენსის ფოტოსურათი სცენაზე ვიქტორ ორბანთან - ევროპის ერთ-ერთ ავტორიტარ ლიდერთან ერთად, რომელიც ცდილობდა მიეღო როგორც აშშ-ის, ასევე რუსეთის მხარდაჭერა თავისი მთავრობის ყოფილი მინისტრისა და ახლანდელი ოპონენტის, პარტია „ტისას“ ლიდერის პეტერ მაგიარის „გაუვნებლობის“ მიზნით. პეტერ მაგიარმა კი, თავის მხრივ, ვიქტორ ორბანი იმაში დაადანაშაულა, რომ მან უნგრეთი „მაფიოზურ სახელმწიფოდ“ გადააქცია.
უნგრელი ოფიციალური პირები ბუდაპეშტში უშუალოდ დონალდ ტრამპს იწვევდნენ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ნაცვლად მათ ვიცე-პრეზიდენტი მიიღეს. კაცმა რომ თქვას, ჯეიმს ვენსის უნგრეთში ვიზიტი საკმაოდ საკვირველი იყო ირანთან გაცხარებული ომის ფონზე. საინტერესოა, რომ როცა ჯეიმს ვენსი, ბუდაპეშტში გამართული წინასაარჩევნო მიტინგის მონაწილეთა წინაშე, დონალდ ტრამპთან დარეკვას შეეცადა, ავტომოპასუხე ჩაერთო. იმავე მიტინგზე ჯეიმს ვენსმა დაგმო ევროკავშირის ლიდერების ჩარევა უნგრეთის საშინაო საქმეებში და უნგრელებს ვიქტორ ორბანის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. რატომღაც უნგრელმა ხალხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რჩევას არ უსმინა და არჩევნები ვიქტორ ორბანმა პირწმინდად წააგო - პარლამენტში 199 სადეპუტატო ადგილიდან 138 პეტერ მადიარის პარტიის წევრებმა მიიღეს. მათ უკვე კონსტიტუციის შეცვლაც შეუძლიათ, ანუ თუ საჭიროდ ჩათვლიან, ვიქტორ ორბანის მიერ გატარებულ პოლიტიკას ძირფესვიანად შეცვლიან.
უნგრეთის არჩევნების შედეგები დასუსტებით ემუქრება გლობალური კონსერვატიზმის მსხვილ ცენტრს, რომელსაც უნგრეთი არჩევნებამდე წარმოადგენდა: ბუდაპეშტში თითქმის ყოველთვიურად იმართებოდა მემარჯვენე ძალების თათბირები და შეხვედრები, იქ იკრიბებოდნენ ხოლმე ულტრაკონსერვატორები აშშ-დან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, იქვე მუშაობდნენ კონსერვატიული ძალების ანალიტიკური ცენტრები და სხვა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჯეიმს ვენსი ბუდაპეშტიდან ისე გაემგზავრა ისლამაბადში, რომ არჩევნების შედეგებს არ დალოდებია. მას თან ახლდა „განუყრელი დუეტი“ - სტივ უოტკოფი და ჯარედ კუშნერი. ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკება „დიპლომატიურ მარათონს“ ჰგავდა, მაგრამ ვაშინგტონისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ჯეიმს ვენსმა დონალდ ტრამპისათვის ცუდის ამბავის მომტანი მაცნის როლი შეასრულა: „მართალია, ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ირანისათვის ეს ამბავი უფრო ცუდია, ვიდრე აშშ-სათვის“.
ის, რომ დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკება ჯეიმს ვენსს დავალა, თავიდანვე კითხვებს იწვევდა. ტალსი გაბარდთან ერთად ჯეიმს ვენსი ერთ-ერთ „პაციფისტად“ იწოდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და აქტიურად გამოდის „მუდმივი ომებისკენ დაბრუნების“ წინააღმდეგ, რომლებშიც თვითონაც მონაწილეობდა - ერაყში - რიგითი ჯარისკაცის სახით. ირანთან მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელად რომ დაინიშნა, ჯეიმს ვენსი გახდა აშშ-ის ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირი, რომელიც პირადად შეხვდა თეირანის წარმომადგენლებს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
თუ თეთრი სახლიდან გამოჟონილ ხმებს დავუჯერებთ, ჯეიმს ვენსი რეგულარულად ელაპარაკებოდა დონალდ ტრამპს ტელეფონით და ამით ირანელებს ანიშნებდა, რომ იგი უფლებამოსილი არ იყო მიეღო თუ არ მიეღო თეირანის პირობები. ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა წინასწარ კიდევ უფრო სათუო გახადა შეთანხმების მიღწევის შანსები: „დადებენ თუ არ დადებენ გარიგებას, ამას არ აქვს მნიშვნელობა. აშშ-ის ანუ ჩვენი თვალსაზრისით, ომი უკვე მოვიგეთ“.
პაკისტანში მოლაპარაკება მთლიანად ჩაიშალა. ჯეიმს ვენსი რისკავს, რომ „განტევების ვაცი“ გახდეს, რომელსაც გასულ კვირაში მომხდარი აშშ-ის ორი საგარეოპოლიტიკური ფიასკო დაბრალდება. გარდა ამისა, იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპი რომის პაპ ლეო XIV-საც აუხირდა და მას „კოშმარული“ პაპი უწოდა, ასევე უსაყვედურა დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლების წაქეზებაც, ჯეიმს ვენსი, როგორც ახლად მონათლული კათოლიკე [და პაპის პაციფიზმის მხარდამჭერი], შეიძლება კიდევ ერთ საერთაშორისო ინციდენტში გაეხვიოს.
მსგავსი სიახლეები
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
"რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent