ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "უჭკნობი ყვავილი"

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "უჭკნობი ყვავილი"


დღესასწაული 3 (16) აპრილი


ევედრებიან წმიდა და მართალი ცხოვრების დაცვისათვის. ამასთან, ის ეხმარება საქმროს ან საცოლის შერჩევისას.


ამ წმიდა ხატის წინაშე წმიდა და მხურვალე ლოცვა ოჯახური პრობლემების მოგვარებაშიც შეეწევა. მრავალგზის სნეულებათაგან კურნებას აღასრულებს.


სასწაულთმოქმედი ხატის - ღმრთისმშობლის "უჭკნობი ყვავილის" ასლები მოსკოვის ალექსეევის მონასტერსა და პრეჩისტენკის ჭიშკართან ახლოს - მიძინების ტაძარში იმყოფება.


ტროპარი


გიხაროდენ, ღვთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყვავილო დაუჭნობელად აყვავებულო, გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მეირ სიხარულით აღვივსენით და ცხოვრებაი მიგვიღებიეს.


ლოცვა


ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტიანეთა სასოო და ცოდვილთა ნავსაყუდელო, ყოველნი მოლტვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაი ჩვენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩვენისაო, შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან - ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩვენთათვის. მეყავ ჩვენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხოვრებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოი, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავ მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეი გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყვავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმინდისა. გარდამომივლინე შეწევნაი შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ - არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩვენისანი, რაითა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაი ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაითა ვიხსნეთ ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.





მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო - ღრმად გვწამს, რომ ამიერიდან ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გვეყოლება დიდი მეოხი სასუფეველში და ილია მეორე თავისი ლოცვით შეგვეწევა, რათა ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა
მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავს
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი "უჭკნობი ყვავილი"
მეუფე შიო - მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა, გაძლიერება და ქართული ენის, ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა
14 აპრილს, მეუფე შიო სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღავლენს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სააღდგომო ლიტურგიას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს
მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას -საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
29 მარტი წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ხსენების დღეა
არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს -მეუფე შიო
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
შევძელით მოგვემზადებინა პროგრამა იმისათვის, რომ სასკოლო პროცესში შესაძლებელი ყოფილიყო საღვთო სიტყვის სასულიერო პირის მიერ შეტანა - ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ეკლესიასა და სახელმწიფოს გაეკეთებინათ -დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ ფესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისაგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებასა და გათიშულობას -საქართველოს საპატრიარქო
მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს
"ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიისა და ავტოკეფალიის სახით"- მეუფე შიო
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული
16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი