მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"

ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია და სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც დადგმული სიმძლავრეების ზრდას უზრუნველყოფს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.  ფორუმის დისკუსიის  თემა იყო „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები". ფორუმი მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და დარგის წარმომადგენლებს  სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

მინისტრმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-წლიანი სტრატეგია  ეფუძნება კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს.

 

„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას. ვისაუბრეთ 10-წლიან სტრატეგიაზე და იმ გეგმებზე, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითკმარი. ვისაუბრეთ ასევე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და შევჯერდით, რომ მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ასევე ენერგეტიკის სექტორის მოთამაშეების მხრიდან საბანკო სექტორში გაზრდილ მიმართვიანობაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფოსა და ბანკების პოზიტიური შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, რაც სექტორში მნიშვნელოვან ძვრებს ადასტურებს.

 

 

ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და `საქართველოს ბანკის` გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.





მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა