"რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times

 "რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა" - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times), რომლის ავტორი, ჟურნალისტი ქრისტოფერ მილერი კიევში იმყოფება. პუბლიკაციაში გადმოცემულია მიმდინარე მოვლენებისა და შექმნილი სიტუაციის მიმოხილვა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთმა 16 აპრილს, ღამით, უკრაინაზე, ომის დაწყებიდან ერთ-ერთი უძლიერესი ინტენსიური საჰაერო შეტევა განახორციელა - დაბომბა კიევი, დნიპრო, ოდესა, ზაპოროჟიე. არის  მსხვერპლი - დაიღუპა 17 და დაიჭრა ათობით ადამიანი.

აფეთქებებმა განსაკუთრებით კიევი შეაზანზარა - დაინგრა რამდენიმე შენობა, გაჩნდა ხანძრები, ცა შავი კვამლით დაიბურა, მოსახლეობა შიშმა შეიპყრო. (...)

უკრაინის დაბომბვა მოხდა სააღდგომო დაზავების დასრულებიდან მეოთხე დღეს, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე.

როგორც გასულ კვირას უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის მისიამ განაცხადა, მარტში, თებერვალთან შედარებით, ანუ რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელიწადის დაწყებიდან, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი 49%-ით გაიზარდა, დაიღუპა სულ მცირე 211 ადამიანი, 1200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის შეტყობინებით, 16 აპრილის ღამით რუსეთმა 19 ბალისტიკური რაკეტა, 25 ფრთოსანი რაკეტა და 659 დრონი გამოიყენა.

როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში, რუსეთის არმიამ მკვეთრად გაზარდა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე

„მოსკოვი ამჟამად თვეში „ისკანდერის“ ტიპის დაახლოებით 60 რაკეტას ამზადებს. კრემლმა ასევე გააფართოვა თავისი საზენიტო-სარაკეტო პოტენციალი იმ დროს, როცა უკრაინას თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მწვავედ არ ჰყოფნის, მაგალითად, რაკეტები „პეტრიოტების“ გამშვები დანადგარებისათვის. სამწუხაროდ, არსებული „პეტრიოტების“ რაოდენობით უკრაინის ცის მთელი პერიმეტრის დაფარვა ვერ ხერხდება“, - ამბობს ვადიმ სკიბიცკი ინტერვიუში. მისი თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთმა გასულ ზამთარში ძალიან დააზიანა და ქვეყანა კინაღამ კატასტროფამდე მიიყვანა, ჯერ-ჯერობით ისევ მოწყვლადი რჩება: მოსკოვი დარტყმების მიყენების ტაქტიკას აუმჯობესებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში ევროპის ქვეყნებში - გერმანიაში, ნორვეგიაში და იტალიაში - ვიზიტებით დადის, რომ პარტნიორებთან თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმოს. მისი განცხადებით, დღეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით და ანტირაკეტული საშუალებებით უზრუნველყოფა პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს.

როგორც ვადიმ სკიბიცკი აღნიშნავს ინტერვიუში, რუსეთი საგაზაფხულო სახმელეთო შეტევისათვის ემზადება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თავს უყრის დამატებით ცოცხალ ძალას (უკვე გადასროლილია 20 ათასიანი რეზერვი). „რუსეთს მოქმედ არმიაში, ხმელეთზე, 680 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. კრემლის გეგმაა, რომ სექტემბრისთვის მთელი დონბასი დაიპყროს“, - ამბობს სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს რუსეთთან მოლაპარაკებაში, უკრაინის დელეგაციის წევრის სტატუსით.

ვადიმ სკიბიცკის თქმით, მოსკოვი არასერიოზულად დამოკიდებულებას ამჟღავნებს სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართ. კრემლის ჭეშმარიტ მიზანს ომის გაგრძელება წარმოადგენს.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
 "რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The  Independent