თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

 

17-19 აპრილს "ექსპო ჯორჯიამ" სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა.

თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა - „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში - შესყიდვები და გადაწყვეტილებები".  კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მცირე და საშუალო მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ.

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, მხარს უჭერს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის მსხვილი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 17% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა, თიბისის წილი კი ამ ბაზარზე 45%-მდეა და ლიდერის პოზიცია გვიჭირავს. ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარიც - გაორმაგდა თიბისის დაფინანსებაც და ბანკის პორტფელმა 730 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით: Caucasus Build-ის პლატფორმით ვაძლიერებთ ბიზნესკავშირებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ სექტორის ზრდას და ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას", - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„Caucasus Build არის პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სამშენებლო სექტორის მთავარ მოთამაშეებს და ქმნის სივრცეს ახალი პარტნიორობებისა და რეალური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და მასშტაბი, რასაც გამოფენა სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ სამშენებლო თუ სარემონტო პროექტებს გეგმავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპო ჯორჯია იყოს ადგილი, სადაც ყალიბდება თანამშრომლობა კომპანიებს შორის  და იწყება ახალი პროექტები",- რესან ქიქავა, "ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა