"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

თიბისი წლებია 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.

 „გააცოცხლე“ ახალი პროექტია, რომელიც ტექსტილის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას გულისხმობს. იდეა თიბისის ESG ელჩების მიერ არის შემუშავებული. გარემოში მოხვედრილი ტექსტილი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში არ დაიშალოს. ამ პერიოდში ისინი ნიადაგსა და წყალს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ, ESG ელჩებმა მათი პროექტით მიზნად დაისახეს გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების ხელშეწყობა და მათი ხელახალი გამოყენება.

 

ESG ელჩები თიბისის თანამშრომლები არიან, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობენ. ESG ელჩების პროგრამა თიბისიში 2021 წლიდან არსებობს, რადგან მდგრადობის საკითხებზე ზრუნვა და მუშაობა თიბისის კულტურის ნაწილია.

პროექტი „გააცოცხლე“-ს ფარგლებში ორ მწვანე საწარმოსთან დავიწყეთ პარტნიორობა: თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული მწვანე კატეგორიაში „ვინტილატორი“ და სოციალური საწარმო „7R.

თიბისელების მიერ შეგროვებული ტექსტილის ნარჩენები დასამუშავებლად „ვინტილატორსა“ და “7R”-ს გადაეცემათ. დახარისხებული მასალებისგან დამზადდება უნიკალური აქსესუარები, რომლებიც პროექტში ჩართულ თიბისელებს გადაეცემათ. ის ტექსტილი კი, რომლის ხელახალი გამოყენება ვერ მოხერხდება, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. პროექტის შედეგად ტექსტილის ნარჩენები „ახალ სიცოცხლეს“ შეიძენს და ფერადი აქსესუარების სახით „გაცოცხლდება“.

ინიციატივის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. ტექსტილის შესაგროვებელი ურნები განთავსდა თიბისის რამდენიმე ფილიალსა და სათავო ოფისში.

თიბისი წლებია თანმიმდევრულად ავითარებს ნარჩენების მართვის სისტემას. სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის ჩართულობით, 2015 წლიდან გადაამუშავებს ქაღალდს, 2023 წლიდან პლასტმასას, 2025 წლიდან ელემენტებსა და ელექტრონულ ნარჩენებს, ხოლო 2026 წელს პროექტი „გააცოცხლეს“-ს დაწყება კიდევ ერთი გამორჩეული ნაბიჯია გარემოში ტექსტილის ნარჩენების შემცირების კუთხით.

ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვა თიბისის კულტურისა და სტრატეგიის ნაწილია. სხვადასხვა ESG და მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ არაერთი ინოვაციური გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა. მათ შორის, საქართველოში პირველად დაიწყო სარეკლამო ბანერების გადამუშავება და მათი ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. ასევე, თიბისის ინიციატივით, კომპანიამტენეგამოუყენებელი პლასტმასისგან ეკომეგობრული აქსესუარები შექმნა.

პროექტიგააცოცხლეკიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებს თიბისი ინოვაციასა და პასუხისმგებლობას გარემოს დასაცავად და მდგრადი მომავლის შესაქმნელად.





მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა