გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები -ალეკო ელისაშვილი
გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკდვები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მალე გაიმარჯვებენ.
„მცემეს, გამიტაცეს. კაცს თავი მომწონს, პარლამენტის, უშიშროების კომიტეტის წევრი ვარ, წამიყვანეს და თავპირი დამალეწეს, ვიგინდარასავით შემტენეს ავტომობილში, ჯიბეებში მიძვრებოდნენ და მე მაჯარიმებთ ხულიგნობაზე? ამის შემდეგ ისევ ცემა-ტყეპით წამიყვანეს. ევროსაბჭოს ბერსე რომ არ ჩამოსულიყო, კარგახანს მაყურყუტებდნენ ციხეში. უბრალოდ, 12 დღეში ის კაცი ჩამოვიდა და გამომიშვეს. ეს ყველაფერიც არ მადარდებდა, როცა ვხედავდი, ერთ-ერთი გოგო იძახდა, პოლიციელები მაფურთხებდნენო. რა ნამუსით უნდა მეცხოვრა, დამეძინა და გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა დამეხოცეთ სათითაოდ მოსამართლეებიან-პროკურორებიანად, ტყვიამფრქვევები ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე. ამას ვფიქრობდი ერთ-ერთს, რაც უნდა გამეკეთებინა. დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც მაგას აკეთებდით. ან ის უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე. არ მეშინია ამის თქმის. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკდვები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები.
ჩემს საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. მეორე ბრალი რომ წარმიდგინეს, კილომეტრიდან ტელესკოპით გადაღებული ვიღაც ტიპი დაძვრება და ბენზინს ასხამს, ნიღაბი უკეთია. ორი წლის განმავლობაში ვერავინ ამოიცანით ამ ქვეყანაში, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ერთი პოლიციელიც არ ზის ციხეში, რადგან ნიღბები ეკეთათო და რაღა მე ამომიცანით. მარტო ჩემი ნიღბიდან ამომიცანით, თუ როგორ არის? ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, გინდ ციხეში ვიჯდე. უარესი შეზღუდვები დამიწესეთ. მთავარია, რისთვისაც მეც ვიბრძოდი და დანარჩენებიც, ის საქმე მოტრიალდა და ძალიან მალე გავიმარჯვებთ. ყველაზე სასოწარკვეთილი ვინც იყო, მას მინდა, მივულოცო, ყველა გავამხნევო და მადლობა ვუთხრა, ვინც იბრძვის, ვინც ციხეშია და ვინც გარეთ არის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე - სუსი
გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები -ალეკო ელისაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს
რა ხდებოდა საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი გამოასვენეს - კადრები ზემო ფონიჭალიდან
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავა
მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა