ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი.

„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.

გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:

- საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.

- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.

საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

სუს-ის განმარტებით, რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

 





მსგავსი სიახლეები
ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე - სუსი
გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები -ალეკო ელისაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს
რა ხდებოდა საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი გამოასვენეს - კადრები ზემო ფონიჭალიდან
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავა
მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა