მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

 

მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრემიერი მინისტრის გადაწყვეტილებით ის კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი სისტემის საქმიანობას.

„რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პრემიერმა ასე ისურვა, მე კვლავ გიბრუნდებით და შევეცდები, რომ შეიძლება ძველი ინტენსივობით ვერა, მაგრამ გარკვეული ინტენსივობით საზოგადოების ინტერესი ჩემ წილად დავაკმაყოფილო.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწვე ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვნახე ერთი მხრივ სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები. „ქართული ოცნების" მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ, რომ პენსიაზე გაუშვეს. პრინციპში ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაცა, ისე არ წარმოვიდგინოთ, ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ მაგალითად სუსის უფროსს არ შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი და იმან დაავალოს რაღაცეები, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებთან ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების ის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში, ეს იქნება კორუფციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა, ეს იქნება ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშუალთან ბრძოლა თუ ასე შემდეგ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს