კახა კალაძე - გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.
მისივე განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი. საზოგადოება ხედავს, რომ გარე აქტორები არიან ჩართულები. საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. სიფრთხილეა საჭირო. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა სამსახურის ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.
„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა. საამაყოა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით. „მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად", - აღნიშნა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საელჩო:1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს თავისთავად მეტყველებს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე
პაველ ჰერჩინსკი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
კახა კალაძე - გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი