პაველ ჰერჩინსკი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში განაცხადა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში" გაიხსნა.
მისი თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
„ეს დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო. მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს", - აღნიშნა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატას „ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზას დაუბრუნდება.
„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის - „ნუ დაკარგავთ იმედს". ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საელჩო:1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს თავისთავად მეტყველებს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე
პაველ ჰერჩინსკი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
კახა კალაძე - გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი