რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანება ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი გზის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა, ერთ სამოძრაო ზოლში მაშინვე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება. პირველ რიგში, მოეწყობა 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეივსება გზის აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა აღდგება. პროექტი ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება. შედეგად, გადაადგილება იქნება უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა პრევენციული ღონისძიებებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
მოსალოდნელია სეტყვა, ქარი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი "დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა