თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა - მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვე ფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ.
საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურ ვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევს დამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგან სისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და ქვეყანას.
მომხმარებელს ასევე შეუძლია დანიშნულების მითითება როგორც შაბლონურად, ისე საკუთარი ტექსტით. საჭიროების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნას.
მობაილაპში ხელმისაწვდომია გადარიცხვის ორი ტიპი:
- გარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვის არჩევისას მომხმარებელი წინასწარ იხდის საკომისიოს, რადგან მიმღებმა გარანტირებულად სრულად მიიღოს მის მიერ გადარიცხული თანხა და მას არ მოუწიოს საკომისიოს გადახდა.
- არაგარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვას არ ემატება საკომისიო, თუმცა ის რომ მიმღები სრულად მიიღებს გადარიცხულ თანხას გარანტირებული არ არის. გადარიცხვისას შესაძლებელია, ჩამოიჭრას შუამავალი ბანკის საკომისიო.
გადარიცხვის დეტალური ინსტრუქციისა და პირობების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე.
საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას - მხოლოდ მობილური ტელეფონით.
მომხმარებლებისთვის სწრაფი, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო გამოცდილების შესათავაზებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს და ამარტივებს ციფრულ სერვისებს.
(R)
მსგავსი სიახლეები
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი
მარიამ ქვრივიშვილი:"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს"
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მარიამ ქვრივიშვილი: "აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა"
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა