აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
აშშ და აზერბაიჯანი პროექტ „ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის" ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს. -ამის შესახებ "ევრონიუსი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს აშშ-მა და აზერბაიჯანმა ე.წ. ტრამპის გზის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკური მოლაპარაკებები დაასრულეს.
„ეს მაშინ ხდება, როდესაც გლობალური ენერგეტიკული შოკები ბაქოს სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის გაზმომარაგების შესახებ დისკუსიის ცენტრში აყენებს", - აღნიშნავს გამოცემა.
როგორც „ევრონიუსთან" ინტერვიუში ბაქოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მენეჯერმა, სარა ლემინგმა განაცხადა, „აზერბაიჯანს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გარდაუვალ სატრანზიტო ჰაბად აქცევს ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას დასავლეთთან აკავშირებს".
მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. ტრამპის გზა წარმოადგენს სამხრეთ კავკასიურ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში", რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ის ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას აკავშირებს.
ამასთან ერთად, როგორც აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოში ამბობენ, ამჟამად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად განიხილავენ პროექტებს თხევადი ბუნებრივი აირის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროებში.
ლემინგის თქმით, აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურული იდეების განვითარებას, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, ტექნიკური დახმარებისა და საპილოტე პროგრამების მეშვეობით, რაც კერძო კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
„ევრონიუსის" თანახმად, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი მუშაობენ სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაზე, რომელსაც ვაშინგტონი საკვანძოდ მიიჩნევს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული და ლოგისტიკური ნაკადების გადანაწილებისთვის და ევროპის ტრადიციულ მიწოდების წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის.
ამ კონტექსტში სტატიაში ნახსენებია რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციებული მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის დერეფანი, რომლებითაც კასპიის რესურსები პირდაპირ თურქეთსა და ევროპაში ხვდება, როგორც რუსეთის, ისე ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარუნარიანობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონ ბარელს შეადგენს და მასში აზერბაიჯანულის გარდა, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნავთობიც გაედინება, რაც აძლიერებს ამ ნავთობსადენის როლს, როგორც რეგიონული დივერსიფიკაციის ინსტრუმენტის", - წერს „ევრონიუსი".
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად აზერბაიჯანი ნავთობს თითქმის 30 ქვეყანას, ხოლო ბუნებრივ აირს 16 ქვეყანას აწვდის, მათ შორის - ევროკავშირს ათ წევრს.
„ევროკავშირის გაზის იმპორტზე დამოკიდებულება 85 პროცენტს აღემატება, რის ფონზეც სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა", - ნათქვამია სტატიაში.
„ევრონიუსი" ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ავითარებენ „მწვანე ენერგიის" სამ დერეფანს, რომლებიც განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ეს თანამშრომლობა ეფუძნება 2022 წელს ბუქარესტში ხელმოწერილ სტრატეგიულ შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის.
მსგავსი სიახლეები
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
"რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs
"მთავარი პრობლემა ვიქტორ ორბანი არ არის: რატომ ვერ იღებს კიევი ევროკავშირის კრედიტს და რა ბედი ელოდება უკრაინას"
"დონალდ ტრამპის ომი ირანთან წარუმატებელია და მან ეს თვითონაც კარგად იცის. პრეზიდენტი თავის შეცდომის შედეგებს ნატოელ მოკავშირეებს აბრალებს"-The Daily Telegraph
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent