მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩინურ ტექნოლოგიურ უმსხვილეს კომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან Xiaomi-სთვის შეთავაზებულია ადგილობრივი აწყობის, ე.წ. CKD საწარმოს შექმნა, რაც პროდუქციის კომპონენტების იმპორტსა და მათ ადგილზე აწყობას ითვალისწინებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემო ქმნის მყარ საფუძველს კომპანიისთვის, რათა საქართველოში აწყობილი პროდუქციითა და შეღავათიანი სატარიფო განაკვეთებით რეგიონული ბაზრების მომარაგება შეძლოს.
მინისტრმა ჩინურ კომპანიას ავტოინდუსტრიის რეგიონული ლოგისტიკური წარმომადგენლობის განვითარების შესაძლებლობაც შესთავაზა.
მარიამ ქვრივიშვილმა საიმონ დუსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს რეგიონული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს Xiaomi-ს პროდუქციის დისტრიბუციას მეზობელ ბაზრებზე. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე უზრუნველყოფს ეფექტურ კავშირს ევროკავშირთან, შავი ზღვის რეგიონთან, კავკასიასთან, ყურის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიასთან. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, საქართველოდან მოახდინოს პროდუქციის დისტრიბუცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ევროპის რეგიონში, გალფის ქვეყნებში და უზრუნველყოს პროდუქციის ხელმისაწვდომობის, რეგიონული მიწოდების ნაკადების კოორდინაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა, რაც მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის ჩინური ბიზნესისთვის საქართველოში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საგადასახადო განაკვეთებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციამ Xiaomi-ს ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თამარ იოსელიანი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის"
თამარ იოსელიანი: "საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია"
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 21 აპრილისთვის
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი - "ენერგეტიკის სექტორში დადებითი ძვრებია, სახელმწიფო განაგრძობს ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების ზრდას"
კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“
ვახტანგ ცინცაძე: "სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება
"სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში -ახალი რეკორდული მონაცემი