იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"

ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს „ნაცების" ალიანსში ლაპარაკს და თანამშრომლების კრიტიკას რომ უკრძალავენ, ეს ძალიან სასაცილოა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი „ალიანსს აჩვენებს, ვინ არის უფროსი „ნაცებში".

„ეს ალიანსის წესდებაა, თუ რაც არის, დარწმუნებული ვარ, ჩერგომ დაწერა და მიშას ქება იქ გათვალისწინებული არ იყო. მართალია, ცოტა უხალისოდ მიდის ეს პროცესი, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი ალიანსს აჩვენებს, ვინ არის უფროსი „ნაცებში". ინტერესით ვაკვირდები და მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, რადგან კარგია, თუ ამდენი ხნის მერე მაინც მოდის აზრზე. ნელ-ნელა ჩვენს აზრზე გადმოდის იმ გაგებით, რომ ის ხალხი, რომელიც „ნაცების" ხმებზე ჩალიჩობს, სულ „ნაცი" იყო და გულწრფელად მას გაემიჯნა სინამდვილეში, „ქართული ოცნების" თამაშს თამაშობენ და არა რაღაცა ალტერნატიული ბრძოლის პროცესში არიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე გააგრძელოს ოპოზიციის ალიანსმა პოლიტიკური საქმიანობა, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ მისი აზრით მიხეილ სააკაშვილს ალიანსი საერთოდ არ სჭირდება.

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს ალიანსი არ სჭირდება, არც ჩერგო და ბოკერია სჭირდება, ალიანსს, ჩერგო-ბოკერიას და კიდევ მის მეგობრებს სჭირდებათ მიშა. მე ასე ვუყურებ ამ ისტორიას, რადგან მიხეილ სააკაშვილს 2024 წელს, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მაშინ გაეკეთებინა ის, რასაც დღეს აკეთებს, მხილება და ნელ-ნელა ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების" მიერ ფულგადახდილი და მოსყიდული იყვნენ მისი ყოფილი მეგობრები, ახლა არანაირი ალიანსი არ იარსებებდა და ეს ეს ხალხი ბარიერს ვერ გადალახავდა მიშას ხმებით.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო. აქამდეც იყო სხვადასხვა ალიანსი, სადაც მიშასგან წასული ყოფილი ნაცები თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ, შემდეგ მიშა მათ უერთდებოდა და ყველა ეს ალიანსი მიშას ალიანსი ხდებოდა. ამ შემთხვევაში, ჩერგომ და გვარამიამ გადაწყვიტეს, მიშას ხმა არ ამოაღებინონ და ამიტომ დადგა ეს პრობლემა. ამ ალიანსში ვიდრე ჩერგოა, ის და ნაცები ერთად ვერ დალაგდებიან. ასევე, იქნებიან კიდევ სხვა პირები, რომლებსაც მიშა აღმოაჩენს, რომ მას უღალატეს, „ქართული ოცნების" თამაშს თამაშობენ და ასე შემდეგ. ცოტა დრო სჭირდებათ, რომ „ნაცმოძრაობის" დანარჩენი ლიდერებიც მიშას აჰყვნენ და დაინახონ ის, რაც მიშამ დაინახა. ამ პროცესში ქალები უფრო აქტიურობენ და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიიყვანენ, რომ მიშაზე ჩერგოს არ აზეიმებენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 





მსგავსი სიახლეები
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 1 393 რუსეთის მოქალაქეა
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს
ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
"ოპოზიციის ალიანსი"- დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
"ევრონიუსი" - ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
გულმა რომ საათივით იმუშაოს - რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე
,,ირანი აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნიდისთვის არ არის მზად''- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გეკა გელაძე ტაშკენტში უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა -მიხეილ სააკაშვილი
"ეს არის ჩემი ვალი, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ადამიანის" -მამუკა ფიფია