ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა.
როგორც ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ვიზიტისას უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ხუთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე იმუშავებენ. ამასთან, მისივე თქმით, განიხილება თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.
„ვფიქრობ, ეს რაღაცას ნიშნავს, თანამშრომლობასაც, პოლიტიკასაც და გეოპოლიტიკასაც. დღეს ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ხუთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვდა უკრაინელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც აზერბაიჯანში საჰაერო თავდაცვის გამოცდილების გასაზიარებლად გაიგზავნა.
„აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტი დავიწყე ჩვენს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრით, რომელიც უკრაინის გამოცდილებას აზიარებს ცის დაცვასთან დაკავშირებთ. უკრაინა ყოველთვის ერთგულია თანამშრომლობის, რომელიც აძლიერებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ასევე ჩვენ. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უნიკალური გამოცდილება გვაქვს, რომელსაც შეუძლია, სხვა ქვეყნებსაც სარგებელი მოუტანოს. ჩვენ უკვე სამი მიმართულებით ვმუშაობთ: ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურის რეგიონი, ევროკავშირი და არსებითი მუშაობა აზერბაიჯანთან. უსაფრთხოების გარდა, დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს აზერბაიჯანში პირველი ვიზიტია.
მსგავსი სიახლეები
ვაშინგტონში მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მოლოდინში დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ავსტრალიის დროშები დაკიდეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავზე თავდასხმა განახორციელეს-ნავზე მყოფი ორი პირი დაიღუპა
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას განიხილა
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ხვალ პაკისტანში გაემგზავრებიან
"წინასწარი დაზავების "შავი" ვარიანტი: ირანი და აშშ ერთმანეთს გამოცდას უწყობენ, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა ისევ ბლოკირებულია"-Financial Times
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
„როიტერი” - ავიაკომპანია „რაინეარი“ ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს
ფრიდრიხ მერცი - ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი გაწევრიანება შეუძლებელია
ფრიდრიხ მერცი - ყოვლისმომცველი შეთანხმების შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა, ირანის მიმართ სანქციები შეამსუბუქოს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
პიტ ჰეგსეტი - ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ და ნავში ჩასხდნენ, ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მე უფრო ვლაპარაკობ დიდი ბრიტანეთის სახელით, ვიდრე პრინცი ჰარი, მაგრამ მის რჩევებს ძალიან ვაფასებ
რუსული ძალების მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
დონალდ ტრამპი - ირანს დრო მივეცი, მინდა, საუკეთესო გარიგება დავდო, ჩვენ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, მინდა, შეთანხმება მარადიული იყოს
დონალდ ტრამპი - ირანთან ომში აშშ-ს ნატო საერთოდ არ სჭირდებოდა, თუმცა ალიანსი იქ უნდა ყოფილყო
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემების დაკავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა
რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს