ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია
"ეს იყო სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანიც გაერთიანება იყო. სწორედ ამ საღამოს მომხდარი სროლაა იმის მიზეზი, თუ რატომ ექნება [დარბაზს] ყველა ის მახასიათებელი, რასაც თეთრ სახლში ვგეგმავთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ისეთი დონე, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე
ტრამპმა განაცხადა, რომ ღონისძიება სხვა დროისთვის გადაიგეგმება და დასძინა, რომ მომხდარი ტრავმული გამოცდილება იყო აშშ-ის პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის
პესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მიუხედავად სროლისა, ღონისძიებიდან წასვლა არ სურდა „ჯოჯოხეთურად ვიბრძოლე, რომ დავრჩენილიყავი" | აღნიშნა მან. თუმცა მას ურჩიეს, რომ მისი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა და წასვლა, პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, რადგან იმ მომენტში გაურკვეველი იყო, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა თუ არა.
ტრამპმა განაცხადა, რომ სანამ სროლის ხმას გაიგებდა, ის მზად იყო ვახშამზე სიტყვით გამოსასვლელად. „ყ
ყველაფერი მზად მქონდა, რომ იქაურობა ნამდვილად გამენადგურებინა [მწვავედ გამეკრიტიკებინა]. ჩემებს ვუთხარი კიდეც: ეს იქნება ყველაზე შეუფერებელი სიტყვა, რაც კი ოდესმე თქმულა-მეთქი." | ამბობს ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს: „არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოდესმე ვიყო ისეთივე უხეში, როგორიც დღეს საღამოს ვაპირებდი ყოფილიყავი".
რაც შეეხება სხვა დროისთვის გადატანილ ღონისძიებაზე მის გამოსვლას, ტრამპმა თქვა: „ალბათ ძალიან თავაზიანი ვიქნები. შემდეგ ჯერზე ძალიან მოსაწყენი ვიქნები, მაგრამ ჩვენ მაინც შესანიშნავი ღონისძიება გვექნება". რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, რას ფიქრობდა მის მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე [ბოლო წლებში ტრამპზე მკვლელობის მცდელობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა] - ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შესწავლილი აქვს მკვლელობის მცდელობების ისტორია და სჯერა, რომ ადამიანები თავს ესხმიან მათ, ვისაც „ყველაზე დიდი გავლენა აქვს". მან პარალელი გაავლო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნთან, რომელიც მოკლეს. მისი თქმით, სამიზნეები ყოველთვის „დიდი ადამიანები" ხდებიან.
„მძულს იმის თქმა, რომ ამის პატივი მაქვს" | განაცხადა მან და დასძინა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამით უკმაყოფილოა. „ის [თავდამსხმელი] საიდუმლო სამსახურის ძალიან მამაცმა წევრებმა დააკავეს. მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს" | აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია. ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს ტრამპი, მელანია ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ტრამპისა და მისი მეუღლის ევაკუაცია მაშინვე მოხდა. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის შეაჩერა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა
მსგავსი სიახლეები
ფრიდრიხ მერცი - ზელენსკის ჰქონდა ევროკავშირში 2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანების იდეა, ეს არ გამოვა, არც 2028 წლის პირველი იანვარია რეალისტური
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა
დონალდ ტრამპი - სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა, მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს
სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა
,,უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს - „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ
მედიის ცნობით, აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ
ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა
ორბანმა უნგრეთის პარლამენტში მანდატზე უარი თქვა
"თუ მათ საუბარი სურთ, ამისთვის უბრალოდ დარეკვა სჭირდებათ" - ტრამპმა დაადასტურა, აშშ-ის დელეგაცის ვიზიტი ისლამაბადში გაუქმდა
„ესოშიეთიდ პრესი“ - აბას არაღჩიმ ისლამაბადში, აშშ-ის წარმომადგენლებს არ შეხვდა
ემანუელ მაკრონი - ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია