პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის" სიუჟეტს ეხმაურება.
„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ. პირველის" მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.
ასევე აღსანიშნავია,რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.
საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ნიკა მელია - შესაცვლელია მიდგომა, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე ფიქრობენ, წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არცერთხელ ზუგდიდში, სწორია - ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია - ერთხელ ბრიუსელში
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სუსის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანია
პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა
ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, ბატონო პოლიტიკოსებო, ხალხმა ამ დღეს მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან
სუს-ი - დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი
ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე - სუსი
გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები -ალეკო ელისაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა