ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა

 

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მასშტაბური კატასტროფიდან, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებიდან 40 წელი შესრულდა.

1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ქალაქ ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ რადიაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსსა და ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა.

აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში ტერიტორიიდან 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. კატასტროფიდან სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით ადამიანი რადიაციით გამოწვეული დაავადებებით დაავადდა. გაეროს ინფორმაციით, 4 ათასი ადამიანის სიკვდილი ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეულ დაავადებებს უკავშირდება, ხოლო Greenpeace-ის მონაცემებით, კიბოთი და თანდაყოლილი დეფექტებით დაღუპულთა რიცხვი 20-ჯერ მეტია.

 

40 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან - უკრაინაში ქალაქ სლავუტიჩში დაღუპულთა პატივსაცემად, სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეები, სიმბოლურად, თეთრ სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ერთმა მამაკაცმა ზარი დარეკა, დემონსტრაციის მონაწილეებმა კი ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა
დონალდ ტრამპი - სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა, მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს
სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა
,,უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს - „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ
მედიის ცნობით, აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ
ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა
ორბანმა უნგრეთის პარლამენტში მანდატზე უარი თქვა
"თუ მათ საუბარი სურთ, ამისთვის უბრალოდ დარეკვა სჭირდებათ" - ტრამპმა დაადასტურა, აშშ-ის დელეგაცის ვიზიტი ისლამაბადში გაუქმდა
„ესოშიეთიდ პრესი“ - აბას არაღჩიმ ისლამაბადში, აშშ-ის წარმომადგენლებს არ შეხვდა
ემანუელ მაკრონი - ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია
რუსეთის საგარეო უწყება - საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერი პროგრესის ჩაშლას
ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს საკუთარი მოთხოვნები გადასცა