საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა
ბათუმმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
გოდერძი ბენდელიძემ (60 კგ) ატაცში 125 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) კი აკვრაში მოიპოვა ოქროს მედალი, მან 200 კგ დაძლია; ორჭიდის ჯამში კი 363 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ატაცში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი (+86 კგ), მან ატაცში 118 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 262 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ატაცში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა რამინ შამილიშვილი (60 კგ), მან 122 კილოგრამი დაძლია. ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხიაც (88 კგ), მან 166 კგ დაძლია.
აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა არჩილ მალაყმაძე (79 კგ), მან 183 კილოგრამი დაძლია.
ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მონაწილეობდა.
საქართველომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლა, ბათუმმა კი - მეორედ. ჩემპიონატი პირველად 2015 წელს ჩატარდა თბილისში, 2019 წელს კი - ბათუმში.
მსგავსი სიახლეები
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში დამარცხდა-UFC-ს მსუბუქი დივიზიონის ქამარი ამერიკელს დარჩა
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
მიხეილ ყაველაშვილი - გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო არა მხოლოდ გუნდის ლიდერი მოედანზე, არამედ ღირსების მაგალითი, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში
"არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა"-კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს
ვილი სანიოლი - შრომას თუ გააგრძელებს, "ოქროს ბურთს" დაიმსახურებს
ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
"მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა" - BBC-
ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
"არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა" - ლუკა მაისურაძე
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ვილი სანიოლი - სამმცველიანი ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია და ივნისშიც ასე ვითამაშებთ, მამაგეიშვილს მომავალშიც გამოვიძახებთ
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა