სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
ვაშინგტონში აგრძელებენ იმ თავდასხმის მოტივების გამოძიებას, რომელიც სასტუმრო „ვაშინგოტ ჰილტონში" თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღების ცერემონიაზე მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, თავდამსხმელმა, 31 წლის კოულ თომას ალენმა, სროლამდე ე.წ. „მანიფესტი" დაწერა.
მედიის ცნობით, ჩანაწერში თავდამსხმელმა პრიორიტეტულ სამიზნეებად მკაფიოდ დაასახელა ამერიკის ადმინისტრაციის თანამშრომლები. გარდა ამისა, მის სოციალურ ქსელებში ხშირად ფიქსირდებოდა „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა".
თავდამსხმელმა ეს მანიფესტი საკუთარ ნათესავებს გაუგზავნა. მისმა ძმამ, რომელმაც ეს შეტყობინება მიიღო, პოლიციას აჩვენა ჯერ კიდევ სროლის დაწყებამდე, თუმცა, სამწუხაროდ, სროლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
მანამდე ალენი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ლოზუნგით „No Kings", რომლებიც ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მისი ქმედების მოტივებს გამომძიებლები კვლავ იკვლევენ და არ გამორიცხავენ ფსიქიკური აშლილობის ვერსიას.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე, რომელიც სასტუმრო Washington Hilton-ში იმართებოდა, კაცმა ცეცხლი გახსნა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა.
საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც ასზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა. ზოგიერთი დამსწრე იტყობინებოდა, რომ 5-8 გასროლის ხმა გაიგონეს. თავად თავდამსხმელი დარბაზში არ შეჭრილა, ინციდენტი სასტუმროს ერთ-ერთ სხვა შენობაში მოხდა.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა
დონალდ ტრამპი - სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა, მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს
სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა
,,უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს - „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ
მედიის ცნობით, აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ
ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა
ორბანმა უნგრეთის პარლამენტში მანდატზე უარი თქვა
"თუ მათ საუბარი სურთ, ამისთვის უბრალოდ დარეკვა სჭირდებათ" - ტრამპმა დაადასტურა, აშშ-ის დელეგაცის ვიზიტი ისლამაბადში გაუქმდა
„ესოშიეთიდ პრესი“ - აბას არაღჩიმ ისლამაბადში, აშშ-ის წარმომადგენლებს არ შეხვდა
ემანუელ მაკრონი - ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია
რუსეთის საგარეო უწყება - საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კრიზისის მოგვარების ნებისმიერი პროგრესის ჩაშლას
ირანმა პაკისტანის შუამავლობით აშშ-ს საკუთარი მოთხოვნები გადასცა