პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ჯგუფურად, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)" და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
ასევე, სამი ბრალდებული, ჯგუფურად, უკანონოდ ინახავდა 14 შეკვრად დაფასოებულ, 17.77575 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „4-ცმც-ს (კლეფედრონი)" და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - ვინც ფეხზე დავაყენე და ჩავაცვი, იმან გამხადა, ჩემი დაკნინების ხარჯზე თვითდამკვიდრება შედეგს არავის მოუტანს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს
ნიკა მელია - შესაცვლელია მიდგომა, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე ფიქრობენ, წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არცერთხელ ზუგდიდში, სწორია - ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია - ერთხელ ბრიუსელში
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
სუსის მიერ, უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გატანის ბრალდებით დაკავებული, დაცვის პოლიციის მაღალჩინოსანია
პროკურატურამ მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა
ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
პაატა ბურჭულაძე - არ მესმის ოპოზიციური პარტიების მდუმარება 4 ოქტომბრის გარშემო, ბატონო პოლიტიკოსებო, ხალხმა ამ დღეს მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და ამ ნების აღსრულებას მოელის თქვენგან
სუს-ი - დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი
ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე - სუსი
გინდ, ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ, ის. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები -ალეკო ელისაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს