თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები

 

ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად - ხვალინდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ. მოგვიანებით, სწორედ მათგან დასახელდება ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. ამ დღესვე უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღი.

ამ დღეს ტაძარში ორი ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან უმრავლესობას ანუ სულ ცოტა 20 ხმას მიიღებს.

პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ხანთაძე).

"უნდა შეირჩეს ამ სინოდზე სამი კანდიდატი. კანდიდატი ხდება კენჭისყრით ანუ არჩევნებით, ფარულად. კანდიდატებიდან შეიძლება რამდენიმე დასახელდეს, პირობითად ოთხი, ხუთი ან მეტი, მაგრამ ხმათა უმრავლესობით უნდა დარჩეს სამი.

იმ შემთხვევაში, თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება. ასევე, სინოდზე ხდება თარიღის დასახელება ანუ გაფართოებული კრების.

ბერი უნდა იყოს ქართველი, მონაზონთა დასის წარმომადგენელი. ასაკი - მინიმალური 40 წლის უნდა იყოს და მაქსიმალური 70 წლის. აუცილებლად მღვდელმთავარი უნდა იყოს, მღვდელმთავარზე უპირატესს წარმოადგენს კათოლიკოს-პატრიარქი", - განმარტა დეკანოზმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
25 აპრილის ამინდის პროგნოზი
გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
გამოცხადდა გამოცხადდა ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი
PSP-ს კამპანიის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი