ვლადიმერ პუტინი აბას არაღჩის შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა.
მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ირანელი ხალხი რთულ პერიოდს გადაიტანს და მშვიდობა დაისადგურებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას" ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც თქვენს ინტერესებს, რეგიონის ყველა ხალხის ინტერესებს ემსახურება, რათა მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ", - აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, არაღჩიმ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება და გაძლიერდება. არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბრძოლას შეერთებულ შტატებთან.
„მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა, რომ ირანელმა ხალხმა, თავისი წინააღმდეგობითა და გამბედაობით, შეძლო ამერიკული თავდასხმებისა და ამერიკული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეძლებს, ამ პერიოდს გაუძლოს", - განაცხადა აბას არაღჩიმ.
მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი. არაღჩის გარდა, ირანის დელეგაციაში შედიოდნენ მისი მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი და მოსკოვში ირანის ელჩი, ქაზემ ჯალალი.
მსგავსი სიახლეები
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა
ვლადიმერ პუტინი აბას არაღჩის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ფრიდრიხ მერცი - ზელენსკის ჰქონდა ევროკავშირში 2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანების იდეა, ეს არ გამოვა, არც 2028 წლის პირველი იანვარია რეალისტური
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა
დონალდ ტრამპი - სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა, მე ვიყავი შესანიშნავი ადამიანებით გარშემორტყმული
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ აბას არაღჩი მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს
სროლამდე ძმას შეტყობინება გაუგზავნა - ახალი დეტალები 31 წლის კოულ თომას ალენის შესახებ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
EU-ში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ხელშესაწყობად ბრიუსელმა ასაკის ვერიფიკაციის აპლიკაცია წარადგინა
,,უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს - „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება
ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა
ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობა სახიფათო პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ვამაყობ
მედიის ცნობით, აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ
ტრამპმზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდასმხმელი დკავებულია
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა
ორბანმა უნგრეთის პარლამენტში მანდატზე უარი თქვა