"აშშ-ის პრეზიდენტის პირადი სიმამაცე ქებას იმსახურებს"-The Daily Telegraph
"აშშ-ის პრეზიდენტის პირადი სიმამაცე ქებას იმსახურებს", - ასეთი სათაური აქვს ცნობილი ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის" (The Daily Telegraph) სარედაქციო სტატიას, რომელშიც კომენტირებულია შაბათს ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტი - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის მცდელობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თანამდებობას, მისი მაღალი პრესტიჟულობისა და დიდი ძალაუფლების მიუხედავად, ერთი მნიშვნელოვანი „ნაკლი" აქვს: ქვეყნის მეთაურები მათზე თავდასხმის მუდმივი რისკების ქვეშ იმყოფებიან. ეს გარემოება ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ვაშინგტონში შაბათ საღამოს მომხდარმა გასროლებმა [სასტუმრო „ვაშინგტონ-ჰილტონის"] დარბაზში, სადაც პრეზიდენტი თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტებისადმი მიძღვნილ ვახშამს ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა ჩვენი გაზეთის კორესპონდენტიც.
რასაკვირველია, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა პოტენციური მკვლელი მანამდე გააუვნებლეს, სანამ იგი აშშ-ის მეთაურს მიუახლოვდებოდა და დონალდ ტრამპს რაიმე ვნებას მიაყენებდა, მაგრამ მომხდარი ინციდენტი მოწმობს, რომ საფრთხე რეალური იყო და ეს, უეჭველია, დარბაზში მყოფებისათვის საშინელი შოკის მომგვრელ ფაქტს წარმოადგენდა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ დონალდ ტრამპს 2024 წლის ივლისში, პენსილვანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლეს და დაჭრეს (მცირედ, მაგრამ მაინც) ორი თვის შემდეგ მან კიდევ ერთი თავდასხმა გადაიტანა თავის გოლფ-კლუბში, ფლორიდაზე. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აიცილა სულ ცოტა ხუთი მსგავსი შემთხვევა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ იყო ასეთი ინციდენტები, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ ვიცით.
შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი მასზე თავდასხმის საფრთხეს შესაშური სიმტკიცითა და გაბედულებით გაუმკლავდა, თან კარგი განწყობაც შეინარჩუნა. შაბათს მომხდარი ინციდენტიდან ორიოდე საათის შემდეგ მან სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომლის დროსაც კვლავ დაადასტურა თავისი არგუმენტები თეთრი სახლის მარცხენა ფრთის დიდ სამეჯლისო დარბაზად გადაქცევის შესახებ [ანუ ოფიციალური მიღება-წვეულებები სხვაგან კი არა, არამედ უშუალოდ თეთრ სახლში, კარგად დაცულ დარბაზში ჩატარდება].
ისტორიიდან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ აშშ-ის 45 პრეზიდენტიდან 4 მათი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე მოკლეს. მოწყობილი თავდასხმების შედეგად ორი პრეზიდენტი დაიჭრა - რონალდ რეიგანი და დონალდ ტრამპი. ეს ფაქტები მოწმობს, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დაცვით უზრუნველყოფილი ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნა მაინც სახიფათოა სიცოცხლისათვის. რაც არ უნდა ვიფიქროთ და ვთქვათ პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, მისი გაბედულობა და სიმტკიცე სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მუქარა-საფრთხის წინაშე მაინც სამაგალითოა.
აშშ-ის კონსტიტუცია კრძალავს პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ნებისმიერი პიროვნების არჩევას. ამრიგად, გასაგები იქნებოდა, თუ [მიმდინარე ომის დროს] უმაღლესი მთავარსარდალი თეთრი სახლიდან არ გავიდოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას საჯარო და იმავდროულად სიცოცხლისათვის სახიფათო ღონისძიებებში.
და მაინც, ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ისეთ წვეულებაში, რომელიც სარისკო შეიძლებოდა ყოფილიყო. პრეზიდენტი არ შეუშინდა ტერორის საფრთხეს და მიიღო სრულიად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სხვებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.
ალბათ, ყველას საკუთარი აზრი აქვს დონალდ ტრამპის მიმართ, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ყველასათვის მოსაწონი უნდა იყოს პრეზიდენტის მიერ მსგავსი ინციდენტების დროს გამოჩენილი გამბედაობა - პოტენციური მკვლელების წინაშე, როცა „სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია". პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით ყოველთვის უნდა აჩვენოს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალადობის ადგილი არ არის. და ამის დემონსტრირებას დონალდ ტრამპი მართლაც ყოველთვის აკეთებს.
მსგავსი სიახლეები
"მსოფლიო აშშ-ის ომის ფასს იხდის:ირანთან კონფლიქტი ამერიკელთა ჯიბესაც ურტყამს, მაგრამ ომი ყველაზე მეტად გლობალური სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკას ანგრევს"-Foreign policy
"ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობას უფრთხილდებოდა, მაგრამ ახლა მისთვის პრეზიდენტთან "მეგობრობა" ზედმეტ ტვირთად იქცა"-The Guardian
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ირანთან შექმნილი არეული სიტუაციიდან გამოგვიყვანოს"-The New York Times
"აშშ-ის პრეზიდენტის პირადი სიმამაცე ქებას იმსახურებს"-The Daily Telegraph
"ისრაელელი ჯარისკაცების სინდისის ქენჯნა"-TRT
"რუსეთის ყველაზე გლამურულმა დისიდენტმა პუტინის პროპაგანდისტებს და პროკრემლელ ქალთმოძულეებს ომი გამოუცხადა"-The Daily Telegraph
"უკრაინა ნავთობსადენ "დრუჟბით" უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას განაახლებს, სამაგიეროდ ევროკავშირისგან 90-მილიარდიან კრედიტს მიიღებს" -Financial Times
აშშ და აზერბაიჯანი "ტრამპის გზის" განხორციელებას იწყებენ, რომელიც უფრო ფართო „შუა დერეფნის“ ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს -"ევრონიუსი"
"ირანს ჯიუტობა ძვირად უჯდება: სანამ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა იბლოკება, ისლამური რეჟიმისთვის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-Financial Times
"ანგარიში დასრულებულია: ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის აღდგენას 2028 წლამდე არ ელოდება"-Известия
"გადაარჩინა თუ არა თურქეთი ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ... ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ"-თურქული პრესა
"რუსეთმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინას უდიდესი საჰაერო დარტყმა მიაყენა"-Financial Times
"ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს"-The Guadian
"ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა"-New Statesman
"რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის"-BBC
"ომი ირანთან: ცეცხლის შეწყვეტა შვების მომგვრელია სამოქალაქო მოსახლეობისთვის, მაგრამ ზავი, ალბათ, ხანგრძლივი არ იქნება"-BBC
პიტ ჰეგსეტი - ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია
"ირანის უზენაესი ლიდერი უგონოდ არის და მას ყუმში მკურნალობენ"-The Times
"გადაიქცევა თუ არა დონალდ ტრამპისთვის ირანი ვიეტნამად?"-Neue Zürcher Zeitung
"როგორ უნდა შეწყვიტოს ომი ირანმა: გარიგება, რომელზეც შეიძლება თეირანი დათანხმდეს"-Foreign Affairs