"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი

 

"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს" - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ირაკლი გიორგობიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთ შემოვლითი გზის ტენდერზე ქართულ კომპანიებს მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სამი კომპანიის გაერთიანება გახდა საჭირო, რაც სექტორში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

გიორგობიანის განცხადებით, სამშენებლო სფეროს განსაკუთრებული მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება.

"როგორც მინისტრმა აღნიშნა ერთ-ერთ შემოვლითი გზის ტენდერზე განსაკუთრებულად მიეცათ ქართულ კომპანიებს [მონაწილეობის] საშუალება, თუმცა ეს კარგი დიაგნოზის საშუალებას გვაძლევს, რომ, ფაქტობრივად, სამი კომპანია გაერთიანდა იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინათ ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ეს პირველი შემთხვევა არის.

აქ შეფასების კრიტერიუმში ერთ-ერთი არის მათ შორის ბრუნვის ნაწილი, თუ რამდენი საშუალო ბრუნვა ჰქონდა კომპანიას. მაგ ნაწილში მნიშვნელოვნად დაიწია მოთხოვნა, რამაც მისცა საშუალება კონსორციუმს, დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის განმავლობაში არაერთი მილიარდი დაიხარჯება ამ სექტორში, სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ერთი სამშენებლო კომპანია თუნდაც, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს ცალსახად მიგვითითებს იმისკენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ სექტორს. ეს სექტორი არის, ციფრებში რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 16 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით ნახევარს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტი, ნახევარს კერძო სექტორი", - აცხადებს გიორგობიანი.

 

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური კომპანიებს უნდა ჩავუდოთ პირობებში, რომ რაღაც პროცენტით, აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც - დავით აბულაძე
"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი
რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო
მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა
საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ნიკა გვარამია - ალიანსში პროცესები რთულია, არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ალიანსის შენარჩუნებაა
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი
ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს ხშირად სიტყვასიტყვითაც იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ამყარებს რწმენას სიმართლესთან დაკავშირებით
,, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის''- ირაკლი კობახიძე
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან - ირაკლი კობახიძე
ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
,,ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი''- დავით ქართველიშვილი
,, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის'' - არჩილ გორდულაძე