კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.
„ჯერ არ ვიცით თარიღი, როდის ჩაინიშნება გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. არ არის აუცილებელი, დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა, მერეც შეიძლება. კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ასაკით - არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა. მე ვარ მათემატიკოსი და სიტყვა არაუმეტეს 70 ნიშნავს, რომ 70 ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის 70-მდე, არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70 პლიუს რაღაც დღეები და თვეები, უკვე უმეტეს 70 არის. როგორც მათემატიკოსი, ჩემთვის ეს არის ცხადი. ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით.
ყველა საკითხი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი მცნება, ფარული ბერები, რაც ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს. მაშინ ყველაფერი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მსგავსი სიახლეები
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი