ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიხილეთ, როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში და გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ხარისხით, არ მგონია, რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მთლიანად ოპოზიციას ის ფაქტი აწუხებს, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან, ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს, მათ გადაწყვეტილებსაც გადააზღვევს და, მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია თქვენთვის, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას - საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და ამაში უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია", - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძის მიერ დაწყებულ ცვლილებებს სჭირდება გაგრძელება, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შესრულდება გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში
ირაკლი კობახიძე - კომიკურ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს გერმანული ადმინისტრაცია, როდესაც პრეზიდენტთან დაკავშირებით ფორმალური ინფორმაციის შეცვლაც კი არ სურს საკუთარ ვებგვერდზე
ლევან მაჭავარიანი - მამუკა მდინარაძე სუს-ს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ
თენგიზ შარმანაშვილი - პაველ ჰერჩინსკის გზავნილი ალბათ ბრიუსელიდან მოუვიდა, არ მგონია, ეს ყველაფერი თავად ეთქვა, ვიცით, მისი უფროსია კაია კალასი
ლევან ჟორჟოლიანმა ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გახსნა
უცხოური კომპანიებს უნდა ჩავუდოთ პირობებში, რომ რაღაც პროცენტით, აუცილებლად უნდა იზიდავდეს ადგილობრივ კადრებს და არამარტო შავ მუშახელს - საინჟინრო ნაწილსაც - დავით აბულაძე
"დღეს ერთი სამშენებლო კომპანიაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს"- ირაკლი გიორგობიანი
რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო
მაკა ბოჭორიშვილი - ქართველ ხალხზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება, რომელ გზაგასაყარზე დგას ქვეყანა, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
"გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს"- ევროკავშირის წარმომადგენლობა
საგარეო უწყება - მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
ნიკა გვარამია - ალიანსში პროცესები რთულია, არავის ეგონა, ცხოვრება მარტივი იქნებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ალიანსის შენარჩუნებაა
,,ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი