თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის ფირფიტის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის ვინილის და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემის შემდეგ, თიბისი კონცეპტი ამჯერად, წარმოგიდგენთ ქართული მუსიკის ლირიკის გენიის - ინოლა გურგულიას უნიკალური საარქივო აუდიოჩანაწერების ვინილების ნაკრებს.
შვიდი ვინილისგან შემდგარი ნაკრები, სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ, 100 საარქივო აუდიო ჩანაწერს ხუთ ალბომად აერთიანებს. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს ჩანაწერები განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებით გამოირჩევა.
- I ვინილი „გახსოვს?“ – აერთიანებს ადრეულ, შინაურ ჩანაწერებს და ინოლას შემოქმედების საწყის ეტაპს წარმოაჩენს.
- II ვინილი – „გამეორება ძნელია“ – მოიცავს კინოს, თეატრისა და ქალაქურ-ხალხურ რეპერტუარს და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
- III ვინილი – „ბედნიერი ვარ“ – ძირითადად გამოუქვეყნებელ მასალას აერთიანებს. აქვე მოისმენთ ინოლას მიერ მოთხრობილ მისავე ბიოგრაფიის ჩანაწერს.
- IV ვინილი – „მოვალ და გიმღერებ“ – ასახავს 2023 წელს აღმოჩენილ ჩანაწერებს.
- V ვინილი – „...პირველად იყო სიმღერა“ – მოიცავს შედარებით გვიანდელ ჩანაწერებს და ემოციურად ავტორის შემოქმედებით შეჯამებად აღიქმება.
ინოლა გურგულიას (1929–1977) ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს - მომღერალს, კომპოზიტორსა და პოეტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას. მისი შემოქმედება, როგორც საავტორო ისე თარგმანებსა და უცხოურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, უნიკალურ სინთეზს ქმნის ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას შორის.
ინოლა გურგულია სიმღერების აღნიშნული ნაკრები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ინოლა გურგულიას შემოქმედების ახლებურად აღმოჩენას სთავაზობს მსმენელს, არამედ მომავალ თაობებს უნარჩუნებს ქართული საავტორო სიმღერის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მემკვიდრეობას.
28 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ვინილების ნაკრების შეძენას, მარჯანიშვილის 7-ში თიბისი კონცეპტის საკოლექციო მაღაზიაში. ნაკრები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მაღაზია „რეტრომანიაში".
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვინილების ნაკრების რაოდენობა ლიმიტირებულია.
(R)
მსგავსი სიახლეები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ - ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს-ევროპარლამენტარი კრისტიან ტერჰესი
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ
მეუფე ზენონი - ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს
გამოცხადდა სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის 2026 წლის კონკურსი
მეუფე საბა - სინოდის გაფართოებული კრებისა და ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
თუ ორი კანდიდატი თანაბარ ხმას მიიღებს, მაშინ მეორე ტური გაიმართება - სინოდის შეკრების დეტალები
მამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
27 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო - ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას
26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
26 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მეუფე დოსითეოსი - ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
მეუფე საბა - არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება