„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

 

ტაბატაძე საუბრობს ნაბიჯებზე, რაც მდინარაძემ უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში გადადგა.

 

„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში - არასრული ჩამონათვალი: სუს-ში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30-ჯერ გაზრდა; სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება; პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში - ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით) დანაშაულის გახსნა; კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების; ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების (მათ შორის, რუსეთის ჯაშუშების) დაკავება; გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფვრა; BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით; სუს-ის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება; სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა;

 

სუს-ის დამსახურებული, მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა; სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნ; ხუთასზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება; რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების (მათ შორის, აშშ-ს) პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობის დალაგება; ცრუ შეტყობინებების, ასაფეთქებელი და რადიაქტიული ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა; პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში - დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით; ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება; გენერლობა.

 

„ნაცები" გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ, გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერგარჩევით... მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა! მთავარი წარმატებები წინაა!" - აღნიშნავს ალექსანდრე ტაბატაძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ რვა თვეში -ალექსანდრე ტაბატაძე
როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ თვალის ბაქტერიულ ინფექციას სწორად
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს,
ვიქტორ ორბანის, ანუ „განტევების ვაცის“ წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მოუწევთ -Politico
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ, კარგია, ამდენი ხნის მერე თუ მაინც მოდის აზრზე, ცოტა ხანში "ოპოზიციის ალიანსს" აჩვენებს, ვინ არის უფროსი "ნაცებში"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 1 393 რუსეთის მოქალაქეა
რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს
ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
"ოპოზიციის ალიანსი"- დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა
"ევრონიუსი" - ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა
გულმა რომ საათივით იმუშაოს - რა უნდა ვიცოდეთ ტრიმეკორი MR-ზე
,,ირანი აშშ-თან პირისპირ მოლაპარაკების ახალი რაუნიდისთვის არ არის მზად''- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გეკა გელაძე ტაშკენტში უზბეკეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება