დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.



ქართველიშვილის თქმით, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების რეალური გადატვირთვა იწყება.


„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა. იყო მოლოდინი "დემოკრატიის უკუსვლაზე", "მედია შეზღუდვებზე", "პოლიტპატიმრებსა" და "არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე", თუმცა 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთდა „კონსტრუქციულ ურთიერთობებზე“. ვაშინგტონი გადადის საჯარო ზეწოლის რიტორიკიდან პრაქტიკული თანამშრომლობის ენაზე, ხოლო დიპლომატიაში ეს ნიშნავს მზადყოფნას რეალური მუშაობისთვის. თუ ამ სიგნალს დინამიკაში შევაფასებთ, ის უკვე შეიძლება აღქმული იყოს როგორც ფრთხილი ნაბიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენისკენ, სადაც პრაგმატიზმი თანდათან აჭარბებს იდეოლოგიურ უთანხმოებებს.


ასევე გაისმა ფორმულირება „კონკრეტული ნაბიჯები“, რაც მიუთითებს საგნობრივ დღის წესრიგზე გადასვლას: საუბარია არა დეკლარაციებზე, არამედ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომელთაც გაზომვადი შედეგები ექნება. სწორედ ამ ლოგიკით იწყება ურთიერთობებში რეალური გადატვირთვა, არა ხმამაღალი პოლიტიკური ჟესტებით, არამედ თანმიმდევრული, ორმხრივი ვალდებულებების დაგროვებით. ამ კონტექსტში საქართველო იღებს მანევრირების შესაძლებლობას: მისი ტრანზიტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული სტაბილურობის როლი იქცევა არგუმენტად აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


საბოლოოდ, ეს სიგნალი ჯდება გლობალური პოლიტიკის უფრო ფართო ტრენდში - პრაგმატიზმისკენ გადაადგილებაში. კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით, და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს. თუ მიმდინარე ხაზი გაგრძელდება, რეალურად შეიძლება დავინახოთ ურთიერთობების ეტაპობრივი „რესტარტი“ - არა დეკლარაციული, არამედ ფუნქციური, სადაც სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება კონკრეტული პროექტების, ინტერესებისა და ურთიერთსარგებლის საფუძველზე,“ - წერს დავით ქართველიშვილი.





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ
დავით მათიკაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება და ალიაქოთი აქვთ, მათი ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევ ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე გერმანიაზე - შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებ-გვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელოვანია გამოწვევების გადასაჭრელად - ვახტანგ ბაჩიაშვილი
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პრემიერი: რთული წლები გამოვიარეთ - ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება