ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ - მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.
მარტის თვისა და პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებულ დადებით ტენდენციებზე, რაც მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია.
„იანვარ-მარტში ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს მოიცავს, 75%-ზე მეტად გაიზარდა. პირველ კვარტალის ჭრილში ასევე რეკორდული მაჩვენებელები ფიქსირდება ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით, რომლის მოცულობამ 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ზემოაღნიშნული მონაცემები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის გაძლიერებას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე ამას პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა ორგანიზაციები", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მსგავსი სიახლეები
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თამარ იოსელიანი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის"
თამარ იოსელიანი: "საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია"
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა
"გააცოცხლე" - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა