კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში აშშ-დან დელეგაციასაც ველოდებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუება ვერცერთი ქვეყნის მხრიდან მტრულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას.

 

„მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ დიდი კულტურის მატარებლები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, საქართველოში გარედან მართულ კონკრეტულ ჯგუფს არ სურს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობის განახლება.

 

„ვიცით, ვინც გამორიცხავს საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების განახლებას. ადამიანები, რომლებთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში მსგავსი ქსელის შესაქმნელად. ეს შეიძლება ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახით. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდებოდა, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სურდათ, თავიანთი აგენტურით ემართათ ისინი. ევროინტეგრაციის გზაზეც ცდილობდნენ ხელშეშლას. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან", - განაცხადა კახა კალაძემ „იმედის" ეთერში.

 





მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი: "ქართული ჯარი არა მხოლოდ ჩვენი სამშობლოს დაცვის გარანტია, არამედ ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერაა"
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველი
ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება – მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი
საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში
გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები „ფედერალისტებს“ ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მთლად ისე ნუ წარმოაჩენს მდგომარეობას, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა, არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
შალვა პაპუაშვილი - "ალიანსი" შეეცადა, თავი ახლად წარმოეჩინა, მაგრამ ხალხმა დაინახა, იქ არიან სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და ყველა "ნაცი", შეეცადნენ, ეთქვათ, ეს ახალი "ალიანსია"
ირაკლი კობახიძე - ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში, ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა ასწრებს საქართველოს, არის ცარიელი სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე - მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ