აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ეველინ ლამი.

 

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ფისკალური მართვის მდგრადობას და საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გზით. წელს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა
თამარ იოსელიანი: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის"
თამარ იოსელიანი: "საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია"
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა