,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს. არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ იბიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება", - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა