ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

 

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელფასი არის ბევრად ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბოლო კვარტლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი დაახლოებით 2400 ლარია, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2680 ევრო, რაც ძალიან დიდი სხვაობაა.

 

„ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასეთ საერთო, ყველაზე საინტერესო ფასების კალათა, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა, საქართველოსა და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები, მივედით დასკვნამდე, რომ 50 პროცენტით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ეს არის ზოგადი სურათი. თუმცა არის გარკვეული ტიპის პროდუქტები, ეს არის უფრო მეტად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომლებიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად კონკრეტული ბრენდის ყავა რომ ავიღოთ, ან შოკოლადის კარაქი და ა.შ. რატომღაც ჩანს, რომ ჩვენთან ფასები არის ბევრად უფრო ძვირიც კი ზოგიერთ შემთხვევაში, ვიდრე საფრანგეთში. საერთო სურათი არის საპირისპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია და აქ ჩასახედია დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო და საფრანგეთი რომ შევადაროთ ერთმანეთს, ყველაფრის გათვალისწინებით, ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით, ხარჯების გათვალისწინებით და ა.შ. საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს ზუსტად 2-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე საქართველოში. ამის მთავარი საზომი არის ე.წ. PPP, ერთ სულ მოსახლეზე PPP მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც გაძლევს იმის მაჩვენებელს, თუ ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით როგორია საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის რესურსი. ამ სურათს გვაძლევს შედარება საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, რაც აუცილებლად ასევე უნდა ითქვას, ეს სხვაობა იყო ოთხმაგი ზუსტად 2012 წელს და დღეს არის სხვაობა ორმაგი. განახევრდა სხვაობა, მაგრამ ხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 5000 ლარამდე უნდა იყოს საშუალო ხელფასი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობს საფრანგეთის მოქალაქე.

 

„გაორმაგებაა საჭირო, რასაც წლები სჭირდება. ელემენტარული ეკონომიკური თეორიაც ამაზე მეტყველებს. ეს არის საერთო მოცემულობა. ერთი არის ნომინალური ფასები, მეორეა ხელფასთან შედარება და ა.შ. ამას ემატება სიღარიბის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. 350 ათასი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, პენსია არის ძალიან დაბალი. ამ ფონზე, კიდევ უფრო დიდია იმის ინტერესი, რომ ფასები შემცირდეს. რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის კონკრეტულ ქვეყნებში, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
პრემიერი - ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით
ლევან მახაშვილი - სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
კახა კალაძე - პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე - წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე - ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა