,,ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა''- აბას არაღჩი

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპელ კოლეგებს სატელეფონო საუბრისას კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის ხედვა გააცნო.

ირანული მხარის ინფორმაციით, არაღჩიმ საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა.

ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის ქვეყნების მიდგომა ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ და განაცხადა, რომ ისინი კონსტრუქციულად არ მოქმედებენ. მისივე თქმით, ირანის პოზიციით, ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი. მისი თქმით, აბას არაღჩისთან ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

როგორც ტაიანი სოციალურ ქსელში წერს, იტალიის მთავრობა შეშფოთებულია რეგიონში მზარდი დაძაბულობით და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის გახსნა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი სამხედრო მიზნებით განვითარება მიუღებელია და წარმოადგენს „წითელ ხაზს".

„ირანმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა „ჰეზბოლაზე", რათა შეწყდეს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და ლიბანში მშვიდობას მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ", - წერს ტაიანი.

მისივე თქმით, იტალია განაგრძობს საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, ინარჩუნებს დიალოგს ყველა მხარესთან და ცდილობს რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას.

 

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში 11 ქალაქისა და სოფლის ევაკუაციის ბრძანება გასცეს - Abc News
გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა
ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
OPEC-ის წევრები ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა ახალი გამანადგურებელი ესკადრილიების შექმნის გეგმა დაამტკიცა, რომლის ღირებულება მილიარდობით დოლარი იქნება - CNN
ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, შტატებმა ირანზე დარტყმები განაახლოს, თუ ისინი „ცუდად მოიქცევიან“
,,ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა''- აბას არაღჩი
თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანის თავდასხმების საპასუხოდ მიღებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა ზომა გააუქმა - CNN
ირანთან ომის შემდეგ ტრამპი კუბაში სამხედრო ოპერაციასაც განიხილავს - Politico
"რადიო თავისუფლების" პროექტმა „ეხო კავკაზამ“ მუშაობა შეწყვიტა
ნატო-ს პრესსპიკერი - ალიანსი აშშ-თან აქტიურად თანამშრომლობს, რათა გერმანიიდან სამხედროების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილებაზე მეტი დეტალი გაიგოს
ბორის პისტორიუსი - მოსალოდნელი იყო, რომ აშშ ევროპაში სამხედრო კონტინგენტს შეამცირებდა, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გერმანია სწორ გზაზე დგას
ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში გასამგზავრებლად ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა
პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ თავისი სიძის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას გეგმავს
პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა
გაერო-ში ჩინეთის ელჩი - ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას, ყველაზე სასწრაფო საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაა
დონალდ ტრამპი - ირანი ისეთ გარიგებაზე არ მოდის, რაც ჩვენ გვჭირდება, ამ საქმეს სათანადოდ მოვაგვარებთ