ADB-ის პრეზიდენტი - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში - ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გავაძლიერებთ მხარდაჭერას

 

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფნის განვითარებაში, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის" (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ „ინტერპრესნიუსის" რეპორტიორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეცვლილი სატრანზიტო მარშრუტები და გეოპოლიტიკური რისკები შუა დერეფნის განვითარებას დამატებით სტიმულს აძლევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, რომელიც აზიისა და ევროპის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია, ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლების მიმართულებით ADB სამომავლოდ მხარდაჭერას გააძლიერებს.

„რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე თქვენს ქვეყანას და ვფიქრობ, საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში. გლობალური სავაჭრო მარშრუტების ცვლილებისა და გეოპოლიტიკური რისკების მატების ფონზე, იზრდება შუა დერეფნის მნიშვნელობაც. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი კიდევ უფრო ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას.

საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს აზიასა და ევროპას შორის. აქედან გამომდინარე, „აზიის განვითარების ბანკი" მხარს უჭერს საქართველოზე გამავალი დერეფნის განვითარებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებითა და რეფორმების საშუალებით. ეს ხელს უწყობს საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას.

ADB-მ ახლახან დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი. დაგეგმილი საგზაო და სარკინიგზო პროექტების ფარგლებში ADB ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გააძლიერებს მხარდაჭერას", - განაცხადა მასატო კანდამ.

შეგახსენებთ, სამარყანდი 3-6 მაისს „აზიის განვითარების ბანკის" 59-ე შეხვედრას მასპინძლობს. ადგილზე იმყოფება „ინტერპრესნიუსის" რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ADB-ის პრეზიდენტი - საქართველო კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს შუა დერეფანში - ძირითადი სატრანსპორტო დერეფნების განახლებისთვის მომავალშიც გავაძლიერებთ მხარდაჭერას
,,რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება''- ლევან მაჭავარიანი
,,კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებით ფასწარმოქმნების ჯაჭვი სისტემურად მოწესრიგდება''- ლევან მაჭავარიანი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერი - დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება
პრემიერი - კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია
პრემიერი - სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული", როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
,,ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული''- პრემიერი
პრემიერი - ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც
ირაკლი კობახიძე - ჭარბი რეგულაცია თუ არის, ჭარბი ჯარიმა, რაც შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ
ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის ინტერესი
,,როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, ფასში მთავარ კომპონტეტს წარმოადგენენ საერთაშორისო მომწოდებლები და ის ფასი, რომლითაც ხდება იმპორტი ჩვენს ქვეყანაში''- დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე - ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
,,რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, უშუალოდ ხელისუფლებისთვის
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას